ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 18-24 აპრილი

ამ კვირაში მნიშვნელოვანია წარსულის შეცდომების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. წარმატებები ელის მათ, ვინც აცნობიერებს თავის როლს და ადგილს ცხოვრებაში, ხვდება რატომ და რისთვის ცხოვრობს. ასევე აუცილებელია სულის განწმენდა, შინაგანი მდგომარეობის შემსუბუქება. სამყარო არ შეიცვლება, თუ თქვენ არ შეცვლით საკუთარ თავს.

 

ვერძი

ვარსკვლავების გავლენა ამ კვირაში დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მაგრამ ნუ დაიწყებთ მოქმედებას თქვენი მიზნების განსაზღვრის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დრო და ძალისხმევა სულ ტყუილად დაგეხარჯებათ. ძალიან ნუ ენდობით ფაქტებს და ციფრებს, თუ თქვენი ინტუიცია ეწინააღმდეგება ერთი შეხედვით მართებული გადაწყვეტილების მიღებას, ე. ი რაღაც არასწორია და ინტუიციას უნდა მოუსმინოთ. ამ კვირაში ძალიან მაღალია ერთფეროვანი ცხოვრების შეცვლის შანსი. კვირის ბოლოს გამონახეთ დრო მხიარული დასვენებისთვის ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

გარშემო მყოფებს მიიზიდავთ სიკეთით, გონიერებით და რთულ დროს დახმარების გულწრფელი სურვილით, თუმცა მაინც არ ღირს ამ კვირაში სხვისი პრობლემებით დაკავდეთ და საკუთარი თავი დაივიწყოთ, რადგან შეიძლება სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეთ.  ხუთშაბათს კარგი დღეა მოქმედებისთვის, თქვენი ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი და ენერგია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ და შრომა მყისიერად ანაზღაურდება. შაბათს უმჯობესია არ ჩაერთოთ დისკუსიაში, რომელიც ახლობლებს შორის კამათში გადაიზრდება, რადგან თქვენი ხმა გადამწყვეტი მაინც არ იქნება.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეძლებთ მოაწესრიგოთ  საბუთებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმეები. სასურველია შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და უკეთესი მომავლის გჯეროდეთ, მით უმეტეს, რომ  სიახლეებიც გაგახარებთ. შესაძლებელია ხანგრძლივი მოგზაურობა, რაც საშუალებას მოგცემთ  წარმატებას მიაღწიოთ ბიზნესში და ხელს შეუწყობს თქვენი ჯანმრთელობის განმტკიცებას. პროფესიულ ფრონტზე, საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კმაყოფილი დარჩებით თქვენი მიღწევებით. შეიძლება გქონდეთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ხუთშაბათს მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები პირად ცხოვრებაში. კარგი იქნება, თუ შაბათს  ქალაქგარეთ გასვლას ან საინტერესო გამოფენაზე, კონცერტზე წასვლას მოახერხებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

როგორც იქნა, მოვიდა დიდი ხნის ნანატრი კეთილდღეობა, – ეს კვირა თქვენთვის არაჩვეულებრივად ჩაივლის! პარტნიორებთან ურთიერთობები გაუმჯობესდება, სამსახურში დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროექტებს განახორციელებთ, თქვენი უნარი – სწრაფად გაერკვეთ სიტუაციაში და არანაკლებ სწრაფად გააკონტროლოთ ის, საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. შეეცადეთ გამოავლინოთ თქვენი მრავალფეროვანი ნიჭი. თქვენი მიმზიდველობა და განსაკუთრებული ხიბლი დაგეხმარებათ იგრძნოთ თავდაჯერებულობა როგორც სამსახურში, ისე მეგობრულ კომპანიაში. ვარსკვლავები შაბათ-კვირის გატარებას მშვიდ გარემოში გირჩევენ.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ლომი

ამ დღეებში მოვლენების დეტალური და სწორი ანალიზი სიტუაციის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც არ უნდა ეხებოდეს ისინი. სავსე იქნებით შემოქმედებითი იდეებით, მაგრამ არ დაივიწყოთ რუტინული სამუშაო. შეეცადეთ არ გასცეთ დაპირებები, თუ მათი შესრულება რთულია, მაშინაც კი, თუ ძალიან გსურთ დახმარება. კვირის მეორე ნახევარი  სადღესასწაულო, ოპტიმისტური განწყობით ჩაივლის. კარგი პერიოდია მეუღლეებისთვის ოჯახური საკითხების განსახილველად და სამომავლო საქმეების დასაგეგმად. იზრუნეთ ოჯახზე და სანაცვლოდ მადლიერებასა და სითბოს იგრძნობთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ქალწული

დიდი ალბათობით, ამ კვირაში  შესაძლებლობა გექნებათ გააუმჯობესოთ თქვენი კარიერული პერსპექტივები. განწყობა მშვენიერი და ოპტიმისტური იქნება, ხოლო თქვენი საქმიანობა – ენერგიული და ნაყოფიერი. წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვა საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტად ენდოთ სწორ გადაწყვეტილებას და საკუთარ ძალებს. პარასკევს შეეცადეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვიანობის მიზეზი გქონდეთ. შაბათ-კვირას, როგორც ჩანს, გელოდებათ შეხვედრები როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. ჯერჯერობით არ უნდა გაუზიაროთ თქვენი საიდუმლოებები უახლოეს ადამიანებსაც კი.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი სიმშვიდე და გონიერება გარშემო მყოფთა მობილიზებას მოახდენს. თუ უჩვეულო სიტუაციაში არ დაიბნევით, მაშინ რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ძალიან საინტერესო პერსპექტივით. ორშაბათიდან დააწესეთ მუშაობის მკაფიო რეჟიმი და მკაცრად დაიცავით ის. მოაგვარეთ პრობლემები, როგორც  კი ისინი წარმოიქმნება, ისე რომ ენერგია არ დახარჯოთ კრიტიკაზე. რთული სიტუაციები თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება, სრულად მართვას და გამოსწორებასაც ადვილად შეძლებთ. კვირას მხოლოდ აქტიური დასვენება მოგცემთ ძალების აღდგენის საშუალებას, დივანზე ნებივრობა არაფერში გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მორიელი

ამ კვირაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ვარსკვლავების გავლენის გამო შეცდომების დაშვებისკენ მიდრეკილი იქნებით. უფრო მეტიც, თქვენმა ქმედებებმა შეიძლება ზიანი მოგიტანოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მათაც, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ნუ გადალახავთ საზღვრებს, ახლა ის დროა, რომ თავი დააღწიოთ მავნე ჩვევებს და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. სამშაბათს ნუ დაემორჩილებით პროვოკაციებს, რადგან თქვენს გამოყენებას და კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართვას მოინდომებენ. სირთულეებთან ერთად ამ კვირაში ავტორიტეტის ამაღლების რეალური შესაძლებლობა გექნებათ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 24.

 

მშვილდოსანი

ახლა არ არის კრეატიულობისა და ფანტაზიების დრო, ჯობია მყარად დადგეთ ფეხზე, გამოიჩინოთ პრაგმატიზმი და მონდომება. საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება, უბრალოდ, მინიმალური ძალისხმევა მაინც უნდა დახარჯოთ. სამუშაოს დიდი მოცულობის მიუხედავად, საკმარისი დრო გექნებათ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად კარგი დასვენებისთვის, რაც დაგროვილ სტრესს მოგიხსნით და ენერგიას შეგმატებთ. პირად ურთიერთობებში ბევრი პრობლემა უკან დარჩება, თავისუფლად ამოსუნთქვას შეძლებთ. განა დრო არ არის, რომ უფრო ღია ურთიერთობაზე გადახვიდეთ? თუ გაქვთ შესაძლებლობა, გამოავლინეთ თავი ახალ საქმეში, ეს აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თხის რქა

ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს უნდა ელოდოთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ მეგობრების კარგ რჩევებს და დახმარებას, თუმცა სანერვიულო ბევრი არაფერი გექნებათ, რადგან ეს ცვლილებები, ძირითადად, პოზიტიური იქნება და ხელს შეუწყობს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას. შეეცადეთ იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან, ჯობს არ შეალამაზოთ ის მოვლენები, რაც ხდება.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მერწყული

დადგა მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები პროფესიული კუთხით. არ დაიზაროთ, იყავით მობილიზებული და სამსახურში არ დააგვიანოთ. ეცადეთ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოთ და ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს ხელმძღვანელობასთან. თქვენი აზრებისა და მოსაზრებების უფრო მკაფიოდ გამოხატვით, მიმდინარე მოვლენების გაანალიზებით და მოქმედებების დაგეგმვით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხს. შაბათ-კვირას საშუალება გექნებათ, კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თევზები

თევზების უმრავლესობისთვის ამ კვირაში ყველაფერი საათივით აეწყობა, სერიოზული სირთულეები მოსალოდნელი არ არის არც სამსახურში და არც პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ სამსახურში მაქსიმალურად დაიხარჯოთ, ეს ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლას. შესაძლებელია შემოქმედებითი განწყობის ამაღლება ლიტერატურული და ინტელექტუალური მოღვაწეობის წარმომადგენლებისთვის. საქმეები შეიძლება წარიმართოს სხვადასხვა ხარისხის წარმატებით, ამიტომ საჭიროა ყურადღება და კეთილსინდისიერება. შესაძლებელია ოჯახში მოულოდნელად შორიდან გესტუმრონ ახლობლები, რაც თქვენს სახლში ატმოსფეროს უფრო ცოცხალს და საინტერესოს გახდის. იფიქრეთ, რომ უახლოეს მომავალში კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close