რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება ბოლო ორ წელში?
2020 წლიდან 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა სულ რუსეთის 6 396-მა მოქალაქემ მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პარლამენტარ პაატა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ. ინფორმაციის წყარო იუსტიციის სამინისტროა.
სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად 2020 წელს საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 2 386-მა მოქალაქემ მიიღო, 2021 წელს ეს რიცხვი 3 476 იყო, ხოლო უშუალოდ 2022 წლის იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 534-მა მოქალაქემ მიიღო.
გაცემულ ბინადრობის ნებართვებს შორის, ძირითადად, ჭარბობს მუდმივი ცხოვრების ნებართვები, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა და ა. შ.
რაც შეეხება მთლიან სტატისტიკას – რამდენ ადამიანს გადაეცა ბინადრობის ნებართვა საქართველოში 2020-2022 წლებში, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდში საქართველოში ცხოვრების უფლება სულ 44 739-მა ადამიანმა მოიპოვა.
bm.ge
კომენტარები