მოგზაურობამსოფლიო

თურქეთი ავიაკომპანიას ქმნის თავის კურორტებზე რუსი ტურისტების ჩასაყვანად

თურქეთის ხელისუფლებამ სანქციების პირობებში ქვეყანაში რუსი ტურისტების მისაზიდად სამეტაპიანი „საგზაო რუკა“ დაამტკიცა – კერძოდ, იგეგმება ახალი ავიაკომპანიის შექმნა რუსეთიდან თურქეთის კურორტებზე ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის.

ამის შესახებ “Интерфакс-Украина” თურქულ გამოცემა Sabah-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გამწვავებამ პრობლემები შექმნა თურქეთის ტურიზმის სექტორში, რადგან ორივე ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის. კულტურისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, ასევე, ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროებმა შექმნილ რთულ ვითარებაში სამეტაპიანი „საგზაო რუკა“ დაამტკიცეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მოსაზიდად, მათ შორის, უახლოეს მომავალში ახალი ავიაკომპანიის შექმნის ჩათვლით“, – წერს გაზეთი.

ავიაკომპანია ანტალიის აეროპორტში განთავსდება. თვითმფრინავები რეისებს მხოლოდ რუსეთის ქალაქებსა და თურქეთის კურორტებს შორის განახორციელებენ.

„ამ ავიაკომპანიის წყალობით შესაძლებელი გახდება დამატებით მილიონი რუსი ტურისტის მოზიდვა“, – წერს გაზეთი.

გარდა ამისა, Turkish Airlines-ი რუსეთის ფედერაციის ტუროპერატორებს შეუთანხმდა რეისებზე ადგილების დაჯავშნის უზრუნველყოფის თაობაზე.

„ხელისუფლების აზრით, Pegasus Airlines-ის, ზოგიერთი რუსული ავიახაზების და ადგილების ბლოკების გათვალისწინებით, თურქეთი შეძლებს რუსეთიდან მინიმუმ 2 მილიონი მოგზაურის მოზიდვას“, – წერს გამოცემა.

„საგზაო რუკის“ ფარგლებში ხელისუფლება განიხილავს 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მიცემას ტუროპერატორებისთვის – ANEX Tour, Pegas Touristik და Coral Travel – უკრაინის ომის დროს მათი ბიზნესის მხარდასაჭერად.

ტურისტული კომპანიების მხარდაჭერის პაკეტის შესახებ, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში გამოცხადდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close