მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები: მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

საფრანგეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ადგილობრივი დროით 20:00 სთ-ზე საარჩევნო უბნები ყველგან დაიხურა და ცნობილი გახდა ამომრჩეველთა გამოკითხვის – ეგზიტპოლების შედეგები. Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონს ხმების დაახლოებით 28,6% აქვს, მარინ ლე პენს კი – 23,9%-ის ფარგლებში, მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა – ჟან-ლიუკ მელანშონმა 20,1% მიიღო.

რადგან ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა (50%-ზე მეტი) ვერავინ მიიღო, ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი (RN) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც ეს ორი პოლიტიკოსი იბრძოდა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად. მაშინ ემანუელ მაკრონმა მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 66,1% (მისმა მეტოქემ, შესაბამისად, – 33,9%) და საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა 39 წლის ასაკში.

თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს, ემანუელ მაკრონი მეორე ვადით გახდება ქვეყნის პრეზიდენტი და შეძლებს იმას, რაც ვერავინ შეძლო ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით 2002 წელს აირჩიეს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს – ვის აქვს გამარჯვების შანსი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close