პოლიტიკაქართველები უცხოეთში

ხარკოვთან ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, ხარკოვთან ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

როგორც გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჭრილებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

„ჩვენი ინფორმაციით, იყო შეტაკება ხარკოვთან, სადაც დაიღუპა ორი ქართველი და ოთხი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაჭრილებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათთან ხაზზე ვართ და აქვთ მოლოდინი, რომ მათი ევაკუაცია შესაძლებელი გახდება, ისევე როგორც დაღუპულთა ცხედრების. შესაბამისად, თუ ეს განხორციელდა, შემდეგ უკვე ცხადია, ჩვენც ჩავერთვებით და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია დაღუპულების გადმოსვენებისა და დაჭრილებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, რამდენადაც ჩვენ ვიცით, საკმაოდ მძიმედ არიან დაჭრილები, ყველაფერი გაირკვევა უახლოეს საათებში და დღეებში. იმედი ვიქონიოთ, რომ დაჭრილების გამოყვანას მოახერხებენ“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, დაღუპულები და დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა, ელჩმა აღნიშნა: „რამდენადაც ვიცით, საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close