ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 თებერვალი

ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 16 თებერვალს მზე ურანთან კვადრატში შედის, რაც ამბოხებისა და შეუზღუდავი თავისუფალი ნების სურვილის ასპექტია. ნებისმიერ შეზღუდვას შეიძლება მტრულად შეხვდნენ. ეს არის პიროვნული თავისუფლება თვითშეზღუდვის ან მოვლენებზე პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომაც ეს ასპექტი საშიშია უეცარი, მკვეთრი ცვლილებებისა და რადიკალური ქმედებების გამო, სადაც ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ამ ასპექტმა შეიძლება დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს.
16-17 თებერვალი, მერკურისა და იუპიტერის ტრინი – მერკურის ჰარმონიული ასპექტები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობის წარმატებით მოგვარება შესაძლებელია გონივრული მიდგომით. მერკურის იუპიტერთან კავშირი მხარდაჭერისა და განვითარების პირობებს ქმნის. სწორი სიტყვა, სწორ დროსა და სწორ კონტექსტში ნათქვამი, შეიძლება მაქსიმალურად გაზიარდეს, მხარდაჭერა და პოპულარობა მოიპოვოს ადამიანთა ფართო წრეში. მხოლოდ მათ შეეძლებათ მისი გამოყენება, ვისი ჰოროსკოპიც ამ ასპექტებს შეესაბამება. ამ დროს ხელსაყრელი გავლენა ჭარბობს და ადამიანი წარმატებით აღწევს თავის მიზნებს, თუ გულმოდგინედ განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით. შესანიშნავი დროა კონტაქტებისთვის, მოგზაურობისთვის, სწავლისა და საჯარო გამოსვლებისთვის.
22 თებერვალი, ვენერა-იუპიტერის ტრინი – ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ასპექტია, რომელიც სიყვარულისა და ბიზნესის აყვავებას მოაქვს. ამ ასპექტს შეუძლია სიყვარულისა და ვნების გაძლიერება. თუ რომანტიკული ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, ის შეიძლება სწრაფად განვითარდეს. რომანტიკული შეხვედრები და მოგზაურობა წარმატებულია. ამ დღეს შეიძლება ნიშნობის ან ქორწილის დაგეგმვა. ფინანსებიც შეიძლება შესანიშნავი იყოს. ხელსაყრელი დროა მოდური ტანსაცმლისა და სამკაულების შესაძენად.
ვერძი
ამ კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელია გადაიღალოთ, ან მარტოობის სურვილი გაგიჩნდეთ, რაც კლებადი მთვარის გავლენაა, სატურნის გავლენასთან ერთად. ვერძმა უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, თავი აარიდოს ზედმეტად მუშაობას და უარი თქვას უმნიშვნელო ამოცანებზე. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას – დროა დაფიქრდეთ, შეჩერდეთ და ცხოვრების დინებას ენდოთ. 20 თებერვლიდან ენთუზიაზმი დაგიბრუნდებათ – გამოიყენეთ ის ახალი პროექტების განსახორციელებლად.
შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანებისთვის პატარა, მაგრამ დაუვიწყარი ზეიმი მოაწყვეთ. ისინი აუცილებლად აღფრთოვანებულები დარჩებიან.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
კურო
ეს კვირა დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო და ფინანსურ საზრუნავებთან. დროა მოაწესრიგოთ საბუთები, გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს და იპოვოთ გზები ზედმეტი ხარჯების შესამცირებლად. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლები – არ გამოტოვოთ გამოცდილების გაზიარების ან რამე ახლის სწავლის შესაძლებლობა. ურთიერთობების თვალსაზრისით, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება: გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, ყურადღება მიაქციეთ მშობლების ან შვილების ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, რომ სტაბილურობა დეტალებზე ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში აკონტროლოთ ემოციები და უმნიშვნელო საკითხებზე გაღიზიანებას მოერიდოთ.
შეეცადეთ, შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 20, 21.
არასასიკეთო დღე: 18.
ტყუპი
ტყუპებმა შესაძლოა საინტერესო კავშირები დაამყარონ, ან ახალი შეთავაზებები მიიღონ. ეს კვირა კარგი დროა სწავლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. იყავით მტკიცე თქვენს გადაწყვეტილებებში და ნუ შეცვლით მათ მომენტალურად. ოჯახურ ცხოვრებაში ღირს გეგმების უფრო ხშირად განხილვა – ეს კვირა მეგობრებთან ან გრძელვადიან პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ არ ინერვიულოთ და ინფორმაციის ნაკადი თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. გაუზიარეთ თქვენი კარგი განწყობა სხვებს და შესაძლოა ახალი მეგობრებიც შეიძინოთ.
გამოიყენეთ შაბათ-კვირა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 16.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა სავსეა კომფორტის, სითბოსა და ნოსტალგიის ენერგიით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დატკბით მცირე სიამოვნებებით. სამსახურში დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ, შეეცადეთ, ყურადღება ძირითად საკითხებზე გაამახვილოთ და თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაძლოა მომგებიანი კონტრაქტიც შემოგთავაზონ. ნუ აარიდებთ თავს ირგვლივ მყოფების დახმარებას, ეს თავადაც დაგეხმარებათ ზოგიერთი გამოწვევის გადალახვაში.
შაბათ-კვირას ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანებს უფლებას, მოსაწყენი მორალური შეგონებებით შეგაწუხონ.
სასიკეთო დღეები: 17, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
ლომი
ეს კვირა დინამიკური და მრავალფეროვანი მოვლენებით სავსე იქნება. თქვენ მზად ხართ სიახლეებისთვის, თუმცა ჯერ ახალი არაფერი დაგეგმოთ, რადგან სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ორშაბათიდან უნდა დაიწყოთ დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტების განხორციელება. ხუთშაბათი არ არის რეკომენდებული ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მოერიდეთ კონფლიქტებს. ოჯახურ ცხოვრებას შეიძლება დიპლომატია დასჭირდეს: მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მადლიერება და პარტნიორის მოსმენის სურვილი.
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ტაქტი და დიპლომატია მოგცემთ საშუალებას, წარმატებით მოაგვაროთ შაბათ-კვირას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემა.
სასიკეთო დღეები: 18, 19.
არასასიკეთო დღე: 17.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა ღრმა თვითანალიზის პერიოდია. სამსახურში დროა შეაფასოთ და დაასრულოთ გადაუჭრელი საკითხები და ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ჯანმრთელობასა და საბუთებზე. ნუ დაივიწყებთ დასვენებას და პირად სიამოვნებებს: მეგობრებთან შეხვედრა, პატარა საჩუქრები საკუთარი თავისთვის, პარკში გასეირნება ან ახალი ჰობი თქვენი ემოციური ბალანსის შენარჩუნების საშუალებას მიგცემთ. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. შესაძლოა, ისეთი მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელთა შესრულებაც თქვენი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად მოგიწევთ.
შაბათ-კვირა თბილ, ოჯახურ წრეში გაატარეთ, ან მონატრებულ მეგობრებს ესტუმრეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
სასწორი
ამ კვირაში სასწორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელები იყვნენ საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. შეეცადეთ, არ დაიწყოთ ახალი პროექტები და მშვიდად დაასრულოთ დაწყებული საქმე. ოჯახში სასურველია დიპლომატია, საყოფაცხოვრებო საკითხებისა და ფინანსების განხილვა – კომპრომისები მოიძებნება, თუ ემოციებს არ აჰყვებით. მოაწესრიგეთ პირადი დოკუმენტები და ანგარიშები. ეცადეთ, არ მოექცეთ ირგვლივ მყოფების გავლენის ქვეშ, თუ ისინი საკუთარი თვალსაზრისის თავს მოხვევას შეეცდებიან.
შაბათ-კვირა შესაძლებლობას მოგცემთ კარგად დაისვენოთ და ძველი ოცნებები აიხდინოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 19.
მორიელი
ამ კვირაში საინტერესო შეხვედრები გელოდებათ. თქვენი შემოსავალი გაიზრდება და ახალი პროექტები დაიწყება, მაგრამ ეცადეთ, თავიდან აიცილოთ პოტენციური ხაფანგები და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, წინასწარ გაითვალისწინეთ თითოეული ნაბიჯი და ეცადეთ, გონივრულ კომპრომისზე წახვიდეთ. სამსახურში თავშეკავება გამოიჩინეთ, არ გაღიზიანდეთ, კამათს მოერიდეთ. ემოციებისგან გათავისუფლება ადვილად შეგიძლიათ ვარჯიშით, შემოქმედებითი საქმიანობით ან მშვიდი გასეირნებით.
შაბათ-კვირას ოჯახს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 16.
მშვილდოსანი
ამ კვირაში უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივებს გადახედოთ, ვიდრე ახალ პროექტებში ჩაერთოთ. სასარგებლოა კითხვა, კურსებზე სიარული, გამოცდილების გაზიარება და გაზაფხულისთვის ახალი ჰორიზონტების დასახვა. ოჯახური საკითხები ურთიერთგაგებას მოგიტანთ, თუ თავიდან აიცილებთ საყვარელი ადამიანების კრიტიკას. მოგზაურობისას და საბუთების ხელმოწერისას მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. კვირის ბოლოს დაგეგმეთ შეხვედრა თანამოაზრეებთან: ემოციური სტიმული გარანტირებულია.
შაბათ-კვირას თქვენი საყვარელი ადამიანები საჩუქრებით გაახარეთ და ეცადეთ, პასიური დასვენება მოაწყოთ, ენერგიის ხარჯვისგან თავი შეიკავეთ.
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
თხის რქა
ეს კვირა გამორჩეული იქნება პრიორიტეტების დასახვით, მიმდინარე დავალებების დასრულებით, ასევე, დოკუმენტებისა და მატერიალური საკითხების განხილვით. სამსახურში ნუ მოისურვებთ სწრაფ შედეგებს – ენდეთ რუტინას და დადებითი შედეგები მალე გამოჩნდება. თქვენ მხარეს სხვების მოზიდვის უნარი თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ოჯახში იყავით მტკიცე, მაგრამ ზედმეტ სიმკაცრეს მოერიდეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა დროის გატარება ხანდაზმულ ნათესავებთან.
შაბათ-კვირას სტუმრებს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 16, 22.
არასასიკეთო დღე: 19.
მერწყული
ეს კვირა დინამიკური იქნება, თუმცა მატერიალური თვალსაზრისით ნაყოფიერებით არ გამოირჩევა. ახალი ნაცნობები, ინფორმაციის გაცვლა, საგანმანათლებლო ან ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. უფრო მეტად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაში უთანხმოებას თავს დააღწევთ. უახლოეს მომავალში განსახორციელებელ საქმეებზე კარგად დაფიქრდით.
უმჯობესია, შაბათ-კვირა მარტივ საქმეებს დაუთმოთ, რომლებიც დიდ დროს არ წაგართმევთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრებთან ურთიერთობა.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 16.
თევზები
სამსახური ამ კვირაში თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება, მაგრამ არა ერთადერთი. შეგიძლიათ ელოდოთ არა მხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ პირად ცხოვრებაში დადებით ცვლილებებსაც. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მიღწევები უკეთესი შედეგების მისაღწევად. რომანტიკული პაემნები განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება პარასკევს და შაბათს.
კვირას სახლში შეძლებთ სრულფასოვან დასვენებას, რათა უფრო მეტი აქტიურობისთვის მოემზადოთ.
სასიკეთო დღეები: 16, 21.
არასასიკეთო დღე: 18.
თამთა გურული



