ეკონომიკასაქართველო

პირველი აპრილიდან საქართველოში ახალი აკრძალვა შევა ძალაში, რომელიც ავტომობილების იმპორტს შეეხება

პირველი აპ­რი­ლი­დან საქართველოში აიკრძალება 6 წელ­ზე მეტი ასა­კის M1 კა­ტე­გო­რი­ის ავტომობილების იმ­პორ­ტი, პირ­ვე­ლა­დი და დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარემოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გა­მო­ნაკ­ლი­სი ვრცელ­დე­ბა M1 კა­ტე­გო­რი­ის იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მელ­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პროცესი პირველ აპრილამდე იქნება დაწყებული ან რო­მლებიც უკვე შემოყვანილი იქნება სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო ტერიტორიაზე. ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი რეგისტრაცია პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით ჩატარდება.

„ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი­თა და აზო­ტის ოქ­სი­დე­ბით დაბინძურების მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტით ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ავ­ტო­პარ­კის ასა­კით და, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 1,814 მლნ ავტოსანტრანსპორტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას (85.7%) მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ. რე­გის­ტრი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­თა 80.6%-ის ასა­კი 10 წელ­ზე მე­ტია.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 წელ­ზე მეტი ასა­კის M1 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის/პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის/დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვას, რო­მე­ლიც იმოქ­მე­დებს შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ემი­სი­ის (ევრო 5/V) სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს ავ­ტო­პარ­კის და გან­სა­კუთ­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და, შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კუ­თხით გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია“, – ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მნიშვნელოვანია, დამატებითი ზომები მივიღოთ, რათა ჰაერის ხარისხის კუთხით უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. საბოლოოდ, ეს მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close