აფრიკული მტვრის ახალი ტალღა საბერძნეთს ფარავს – რომელი რეგიონები დაზარალდება ყველაზე მეტად
საბერძნეთში აფრიკული მტვრის კიდევ ერთი ეპიზოდი დაიწყო. ატმოსფეროში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა 4 თებერვლიდან დაფიქსირდა და მომდევნო დღეებში პროცესი ქვეყნის დიდ ნაწილს მოიცავს.
ატმოსფეროს შემადგენლობის მონიტორინგის ეროვნულ საინფორმაციო ცენტრ AtmoHub-ის ცნობით, აღნიშნული ფენომენის მიზეზი ჰაერის დინებათა შეხვედრა (თავმოყრა) გახდა, რაც ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი წნევის არეალისა და მის დასავლეთ ნაწილში ციკლონის ერთობლიობით/კომბინაციამ გამოიწვია. ასეთმა კონფიგურაციამ ხელი შეუწყო მტვრის მაღლა აწევას საჰარის რაიონებში, კერძოდ, მაროკოსა და ლიბიაში, და მის გავრცელებას საბერძნეთის მიმართულებით.
თავდაპირველად გაზრდილი კონცენტრაციები ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში შეინიშნებოდა და ეტაპობრივად აღმოსავლეთ რაიონებშიც დაიწყება გავრცელება. მოვლენის ახალ გაძლიერებას დღეიდან, 5 თებერვლიდან პროგნოზირებენ.
ყველაზე დიდი ზემოქმედება საბერძნეთის სამხრეთ ნაწილშია მოსალოდნელი, უპირველეს ყოვლისა, პელოპონესზე და კრეტაზე, სადაც მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციამ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებლებს შეიძლება მიაღწიოს.
AtmoHub-ის მონაცემებით, მოვლენას თან ახლავს ნალექები, რაც ატმოსფეროს ნაწილობრივ გაასუფთავებს, თუმცა, ამასთანავე, მტვერი დედამიწის ზედაპირზე, ავტომობილებზე, შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე დაილექება.
პლატფორმა AtmoHub, რომელიც კოორდინაციაშია ინსტიტუტ IAADET/EAA-ს NOA – ReACT ჯგუფთან და ევროპული Copernicus CAMS-ის (Copernicus Atmosphere Monitoring Service National Collaboration Programme) მხარდაჭერით სარგებლობს, ჰაერის ხარისხის მონაცემებისა და პროგნოზების აკადემიური წრეებისთვის, ინდუსტრიისთვის, სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.
სპეციალისტები ურჩევენ მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს – სასუნთქი გზების დაავადებების მქონე, ალერგიისკენ მიდრეკილ და ხანდაზმულ ადამიანებს – მტვრის მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდებში შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ სახლიდან გარეთ გასვლას და ღია სივრცეში ყოფნას.
მოვლენის პროგნოზებსა და განვითარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ AtmoHub-ის ოფიციალურ პორტალზე, რომელიც CAMS-ის მონაცემებს ეფუძნება.
ნინო ბაჯელიძე



