ეკონომიკამოგზაურობა

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ბრატისლავა-ქუთაისი-ბრატისლავის მიმართულებაზე რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. ფრენა თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ დრომდე არ ყოფილა და ბრატისლავა-ქუთაისის მიმართულება პირველი პირდაპირი საჰაერო კავშირია.

ბრატისლავასთან პირდაპირი ავიაკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სლოვაკეთის დედაქალაქი ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ავიაჰაბს წარმოადგენს. ქალაქი ვენასა და ბუდაპეშტთან ძალიან ახლოსაა და სწორედ ეს გეოგრაფიული მდებარეობა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მიზნით მოგზაურობის თვალსაზრისით.

ამჟამად Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს რეისებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ზაფხულში ლიონის მიმართულება დაემატა, ხოლო წლის ბოლოს ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენა დაიწყო ვენეციის მიმართულებით.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close