ამინდისაქართველო

ამინდის პროგნოზი 27-31 დეკემბრისთვის – მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდზე ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, სინოპტიკოსები დროგამოშვებით ნალექს ვარაუდობენ, ზოგან – ძლიერს, უმეტესად თოვლის სახით, 29-30 დეკემბერს კი – ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმს.

„27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close