„მოქეიფე“ შიმპანზეები – ალკოჰოლით ღრეობა კაცობრიობაზე ძველი ტრადიცია აღმოჩნდა (ვიდეო)

ალკოჰოლით ღრეობა უძველესი ადამიანური ტრადიციაა, მაგრამ ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ის შეიძლება კიდევ უფრო ძველი იყოს და სულაც არ არის კაცობრიობის „მონაპოვარი“.
აფრიკის ჯუნგლებში დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოზე ასახულია გარეული შიმპანზეები, რომლებიც საზიაროდ ჭამენ ალკოჰოლის შემცველ ფერმენტირებულ ხილს.
ვიდეომ ცხადყო, რომ შიმპანზეები არა მხოლოდ ჭამენ ფერმენტირებულ აფრიკული პურის ხის (Treculia africana) ნაყოფს, არამედ მას ერთმანეთსაც უზიარებენ. შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ის კონკრეტული ხილი ეთანოლს შეიცავდა.
უძველესმა ადამიანებმაც კი უკვე იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ალკოჰოლი თავისით; სავარაუდოდ, მათ ბუნებრივად ფერმენტირებული ხილი აღმოაჩინეს, როგორც ამ შემთხვევაში ამ შიმპანზეებმა ვიდეოში.
ჩვენს უახლოეს ნათესავებში შემჩნეული ეს დამაინტრიგებელი მსგავსება მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მოხმარების ჩვენი ისტორია შეიძლება ჯერ კიდე იქიდან მოდის, როცა ჩვენი სახეობა არც არსებობდა.
კვლევა, რომელიც „მოქეიფე“ შიმპანზეების ქცევის შესწავლას მიეძღვნა, Current Biology-ში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორები წერენ, რომ „ადამიანებს ალკოჰოლის სმისა და გაზიარების დიდი ისტორია გვაქვს; მიზანმიმართულად ფერმენტირებული სასმელების პირველი მტკიცებულება ნეოლითის ხანას ეკუთვნის და საქართველოშია აღმოჩენილი“.
სრული ვერსია იხ. ბმულზე: 1tv.ge gadaighes rogor inawileben
კომენტარები