მიგრაციაქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში ქართველ მომვლელ ქალს მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს – როგორ უნდა იმოქმედოთ თქვენი უფლებების დარღვევის ან ძალადობის შემთხვევაში?

ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც იტალიაში ოჯახში „ბადანტედ“ (იტ. მომვლელი) მუშაობდა, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV-ს დამფუძნებელი ხათუნა შარაძე ავრცელებს. 

AprioriTV-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა და როგორც დაზარალებული ქალი ჟურნალისტს უყვება, ძალადობის მიზეზი კანონის შესაბამისად მისი კუთვნილი ხელფასის მოთხოვნა გახდა.

ქართველი „ბადანტეს“ თქმით, მას შემდეგ, რაც ის და მოხუცი, რომელზეც ზრუნავდა, საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდნენ, ოჯახის წევრებმა ქალს უთხრეს, რომ მისი მომსახურება აღარ სჭირდებოდათ და სამსახური მაშინვე უნდა დაეტოვებინა. ქართველმა მომვლელმა მოითხოვა კანონის შესაბამისი მოპყრობა – იტალიაში მოქმედი კანონით, ოჯახს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მისთვის ორი კვირით ადრე უნდა ეცნობებინა, ასევე, გადაეხადა ხელფასი.

ამის პასუხად მოხუცის ოჯახის წევრებმა ქალი ოთახში ჩაკეტეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ქართველი მომვლელის ბედად, მოულოდნელად შემთხვევის ადგილზე მივიდა მოხუცის ძმა, რომლის გამოჩენამაც მას გაქცევის შესაძლებლობა მისცა. იგი მაშინვე განყოფილებაში წავიდა და კარაბინერებს დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ.

ხათუნა შარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეს იტალიის შესაბამისი უწყებები იძიებენ, სამართლებრივი პროცესები უკვე დაწყებულია და როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.

რა უნდა იცოდეს თითოეულმა ემიგრანტმა – როგორ უნდა იმოქმედოთ ძალადობის ან უფლებების დარღვევის შემთხვევაში?

ძალადობის შემთხვევაში აუცილებელია:

არ შეეცადოთ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას, მოიძიეთ დახმარება:

დაუყოვნებლივ მიმართეთ კარაბინერებს (112) ან პოლიციას (113) – ისინი ვალდებულნი არიან, მიიღონ განცხადება.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ახლომდებარე საზოგადოებრივ ცენტრებსქალთა დაცვის ორგანიზაციებს ან საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

Telefono Rosa – ქალთა ძალადობის წინააღმდეგ
1522 (უფასო, 24/7, ანონიმური, მრავალენოვანი მხარდაჭერა)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close