ჯანმრთელობარჩევები

16 აპრილს დედამიწას ანომალიური მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს! – როგორ დავიცვათ თავი მისი დესტრუქციული ზემოქმედებისგან

როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, თვის მაგნიტური შტორმის წინასწარი პროგნოზი შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად ეს გაფრთხილება ახდა და კორექტივები შევიდა თვის კალენდარში. 16 აპრილს დედამიწას ანომალიური მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს! 

წარმოიდგინეთ მოძრავი ქანქარა: მაგნიტური ქარიშხალი Kp-3 შედარებით მშვიდი დონიდან Kp-6-ის საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს და ასე მთელი დღის განმავლობაში! ეს არაპროგნოზირებადი „სვინგის“ ეფექტი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ტექნოლოგიებს.

16 აპრილს, ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში დედამიწაზე დაიწყება მაგნიტური შტორმი.
დილის 9 საათიდან 12 საათამდე გეოშტორმის სიძლიერე Kp-5 ნიშნულს მიაღწევს.

შუადღის 12-დან 15 საათამდე მაგნიტური ქარიშხალი შენელდება.

მაგნიტური შტორმის პიკი 15:00 საათიდან 18:00 საათამდეა მოსალოდნელი.

შემდეგი სამი საათი ამოსუნთქვის საშუალება გვექნება.

21 საათიდან შუაღამემდე დედამიწას ისევ შეუტევს Kp-5 დონის გეოშტორმი.

ხუთშაბათს, 17 აპრილს, 12:00 საათამდე გეომაგნიტური ვითარება კვლავ დაძაბული იქნება. შუადღის შემდეგ ამინდი გაუმჯობესდება და დაძაბულობაც შემცირდება.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.

ამასთან, მოზარდი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.

ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება იგი ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.

თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close