ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14 – 20 აპრილი

ეს კვირა სავსე მთვარის (13 აპრილი) შემდეგ მარტივი და, ძირითადად, სასიამოვნო იქნება. ყველაზე მეტად რომანტიკული ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებთ. როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, მთელი კვირა ხელსაყრელი იქნება მეორე ნახევრის მოსაძებნად. ასევე დიდი შანსია, არსებული ურთიერთობები გააუმჯობესოთ და ახალ დონეზე აიყვანოთ.
ამ კვირაში სამსახურში და, ზოგადად, ნებისმიერ საქმის განხორციელებისას ძალიან ხელსაყრელი ვითარებაა, რისთვისაც „მადლობა უნდა გადავუხადოთ“ პლანეტა ვენერას, რომელიც რეტროგრადული მდგომარეობიდან გამოვიდა და, ასევე, მერკურს, რომელიც 16 აპრილს ვერძის ნიშანში გადავა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 18 აპრილს მარსი ლომის ნიშანში შევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კვირა ძლიერი და პოზიტიური ენერგეტიკული რესტრუქტურიზაციის პერიოდია, რომელსაც შეუძლია ყველა ფრონტზე ბევრი დადებითი ემოცია და წარმატებები მოგვიტანოს.
ვერძი
ამ კვირაში მიიღებთ მოულოდნელ შეთავაზებას სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის. ერთობლივი კრეატიულობა კარგ შედეგს მოგიტანთ, მაგრამ არ უნდა გაატაროთ დიდი დრო ხმაურიან კომპანიაში. შუა კვირაში ყურადღებით იყავით დეტალების მიმართ – ერთი შეცდომა შეიძლება დიდი დრო და ნერვები დაგიჯდეთ. პარასკევს დრო დაუთმეთ თვითანალიზს და შეეცადეთ, გაიგოთ: კმაყოფილი ხართ თუ არა ყველაფრით თქვენს ცხოვრებაში? თუ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, დროულად იმოქმედეთ და მომავლისთვის არ გადადოთ.
ამ შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 14.
კურო
ამ კვირაში წარმატების მიღწევის მრავალი გზა გექნებათ, მაგრამ შეეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ და ხელიდან არ გაუშვათ მომგებიანი გარიგების დადების შანსი. კარგი დროა კარიერული ზრდისა და პროფესიული მიღწევებისთვის – ვარსკვლავები თქვენ გვერდით იქნებიან! ოთხშაბათს შესაძლებელია მოკლე მოგზაურობა ან ძველ მეგობართან შეხვედრა. პირად ცხოვრებაში მოულოდნელ შემობრუნებას ელოდეთ: ძველმა მეგობარმა შეიძლება საინტერესო წინადადებით შეგახსენოთ თავი. იყავით ყურადღებიანი თქვენი ჯანმრთელობისა და ფსიქიკური გრძნობების მიმართ. არ გააკეთოთ ის, რის გაკეთებაც ნამდვილად არ გსურთ.
შაბათ-კვირას შეიძლება სიმშვიდე დაკარგოთ – მიზეზი რომანტიკული ნამდვილად არ იქნება.
სასიკეთო დღეები: 14, 18.
არასასიკეთო დღე: 17.
ტყუპი
ამ კვირაში დიდი შანსი გაქვთ, მოაგვაროთ უკვე დაგროვილი პრობლემები, მათ შორის, მატერიალურიც. ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით თუ არა, მარტივად გააკეთებთ. ორშაბათს მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას, რომელიც ახალ შესაძლებლობებზე დაგაფიქრებთ. თავისუფლად გამოხატეთ თქვენი იდეები და იყავით განსაკუთრებით ყურადღებიანი თანამოსაუბრეთა მიმართ. შუა კვირაში ფრთხილად იყავით, შესაძლოა ვინმე თქვენს მოტყუებას შეეცადოს. პარასკევი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.
ამ შაბათ-კვირას უმჯობესია ეწვიოთ წყნარ ადგილებს და სიმშვიდით დაიმუხტოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 20.
არასასიკეთო დღე: 16,
კირჩხიბი
ამ კვირაში შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ – გამოიყენეთ ის თქვენი იდეების განსახორციელებლად. იყავით მტკიცე თქვენს გადაწყვეტილებებში, არ შეცვალოთ ისინი, რადგან არაფერი არღვევს ავტორიტეტს ისე, როგორც გაურკვევლობა და მერყეობა. ხუთშაბათს სამსახურში შესაძლებელია კონფლიქტი, მაგრამ გამოსავალს მარტივად იპოვით. მართეთ თქვენი დრო ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად, მოერიდეთ ჭორებს. პარასკევს გამოიჩინეთ განსაკუთრებული ფანტაზია და კრეატიულობა თქვენს საქმიანობაში.
შაბათ-კვირას მყუდრო ოჯახური საღამო ან რომანტიკული პაემანი გელით.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 14.
ლომი
კვირის დასაწყისში წარმატება გელით პროფესიულ სფეროში – ზემდგომები ბოლოს და ბოლოს დააფასებენ თქვენს ძალისხმევას. ყურადღების ცენტრში იქნებით – გამოიყენეთ ეს ფაქტი თქვენი იდეების გასავრცელებლად, თუმცა ნუ იქნებით ზედმეტ თავდაჯერებული, განსაკუთრებით კოლეგებთან კამათს დროს. ოთხშაბათს მოულოდნელი ხარჯებისთვის მოემზადეთ. ხუთშაბათს ქალაქგარეთ მოგზაურობა წარმატებული იქნება. კვირის ბოლოს თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან – არის შანსი, რომ ყველა ნიუანსი ვერ გათვალოთ და პრობლემები შეგექმნათ.
კვირას მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უახლოეს მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
ქალწული
ეს კვირა შეიძლება გამორჩეული იყოს ქალწულებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისთვის, რაც მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ ინტელექტუალურ მუშაობასა და სოციალურ საქმიანობაში წარმატების დიდი იმედი გქონდეთ. მიზნის მიღწევას მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერის წყალობით შეძლებთ, რაც ნიშნავს, რომ მათ დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ. პირად ცხოვრებაში გექნებათ გულწრფელი საუბარი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ხუთშაბათს შესაძლოა მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ.
შაბათ-კვირას გამოიჩინეთ უფრო მეტი ინტერესი საშინაო და ოჯახური საკითხების მიმართ.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 15
სასწორი
ამ კვირაში საბოლოოდ მოაგვარებთ საკითხს, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი მომენტი გექნებათ ძველი წყენისგან თავის დასაღწევად. ხუთშაბათს შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება. სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ ოჯახურ საკითხებში – შესაძლოა ახლობელმა გაგახაროთ მოულოდნელი ვიზიტით ან სიახლეებით. თქვენი გამძლეობა და სიმშვიდე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. ხუთშაბათს და პარასკევს ეცადეთ, ვალები არ დააგროვოთ. სანამ რამეს შეცვლით თქვენს ცხოვრებაში, კარგად აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შაბათ-კვირა წარმატებებს მოგიტანთ პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო პაემანი გელით.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 16.
მორიელი
ამ კვირაში ძალისა და მონდომების მოზღვავებას იგრძნობთ – გამოიყენეთ ეს თქვენი მიზნების მისაღწევად. არა მხოლოდ თქვენი პრობლემების მოგვარებას, არამედ საყვარელი ადამიანის დახმარებასაც შეძლებთ. ინიციატივის აღება დიდ სარგებელს მოგიტანთ. ორშაბათს საინტერესო ნაცნობობა გელით. ხუთშაბათს მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი, მაგრამ სწრაფად მოაგვარებთ. პარასკევს შეიძლება მიიღოთ შეთავაზება ახალ სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით, თანაც უფრო მაღალი ხელფასით. კვირის ბოლომდე სასიამოვნო შენაძენი გექნებათ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
თქვენი წარმატების გასაღები ისაა, რომ არ დაკარგოთ ოპტიმიზმი და ნებისმიერ სიტუაციაში შეძლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
მშვილდოსანი
ამ კვირის პირველ ნახევარში ფინანსურ საკითხებში წარმატება გელით – შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი. ხუთშაბათს მოემზადეთ გეგმების მოულოდნელი ცვლილებებისთვის, ნუ შეგეშინდებათ, ეს ცვლილებები თქვენთვის მომგებიანი აღმოჩნდება. კომუნიკაბელურობა საშუალებას მოგცემთ, გააფართოოთ საქმიანი კავშირები და დაამყაროთ ახალი მნიშვნელოვანი კონტაქტები. კვირის მეორე ნახევარში ფრთხილად იყავით ფულის დახარჯვისას – მაღალია დეფექტიანი პროდუქციის მიღების ან თაღლითების მიერ მოტყუების რისკი. სასიყვარულო სფეროში ვნება განახლებული ენერგიით იფეთქებს, განსაკუთრებით კვირის ბოლოს.
კვირას ეცადეთ, არსად დააგვიანოთ, შეასრულეთ დანაპირები და ზედმეტი არ ილაპარაკოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 17.
თხის რქა
ამ კვირაში პროგრესს მიაღწევთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც დიდი ხანით გადადეთ. დისციპლინა, რომელიც თანდაყოლილია თხის რქებისთვის, წარმატებამდე მიგვიყვანთ – შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ დიდ პროექტს. ოთხშაბათს სამსახურში შეიძლება დაძაბულობა იყოს, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებით. თქვენი ავტორიტეტი პროფესიული თვალსაზრისით შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. პირადი ცხოვრება მეტ ყურადღებას მოითხოვს: იპოვეთ ბალანსი სამუშაოსა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას შორის.
შაბათ-კვირას მცირე დათმობებზე წასვლა ხელს შეუწყობს თქვენს ოჯახში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 19.
მერწყული
თქვენში შემოქმედებითი ნაპერწკალი იფეთქებს – ეს კვირა გპირდებათ ახალი ჰორიზონტების გახსნას სამსახურში. გამოიყენეთ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოცდილება და სიბრძნე, რომ იპოვოთ გადაწყვეტილებები ყველა სირთულის მოსაგვარებლად. თქვენი მონდომება და მობილიზებულობა ამაში დაგეხმარებათ. შუა კვირაში შეიძლება ახლობლებმა შეგაწუხოთ, ყურადღება მიაქციეთ მათ. დააკვირდით თქვენს ხარჯებს, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსურ ხაფანგში მოხვედრა. შეეცადეთ შეამსუბუქოთ თქვენი ამბიციები და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან.
შაბათ-კვირას ეწვიეთ ძველ მეგობრებს და მათთან ერთად გაერთეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
თევზები
ამ კვირაში შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი პრობლემები. ნუ გადადებთ გადაწყვეტილების მიღებას, თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაფიქრდეთ და იპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მოგზაურობა მრავალფეროვან გამოცდილებას მოგიტანთ, ბევრ ახალ და საინტერესო რამეს გაიგებთ. შესაძლოა თქვენს კარიერაში მცირედი ვარდნა იყოს, მაგრამ არ ინერვიულოთ: ეს დროებითია. სასურველია საოჯახო საქმეებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ეს საშუალებას მოგცემთ, მშვიდად დაისვენოთ შაბათ-კვირას. იმიჯის შეცვლას თუ აპირებთ, ახლა სწორედ ამის დროა.
კვირას უმჯობესია თავი აარიდოთ ხმაურიან კომპანიებსა და ქეიფებს.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 17.
თამთა გურული
კომენტარები