„უკვე 5 წელია, დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო“ – ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც წელს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე – ევროვიზიაზე წარადგენს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას, „არტ-FM“-ს სტუმრობდა.
მარიამმა გადაცემაში ისაუბრა საკონკურსო სიმღერაზე, ევროვიზიისთვის სამზადისსა და თავის ოჯახზე, მათ შორის, დედაზე, რომელიც უკვე 5 წელია, ემიგრაციაშია და გერმანიაში ცხოვრობს.
„უკვე 5 წელია, დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო.
დედასთან რამდენჯერმე ჩავედი, თუმცა როდესაც შეჩვეული ხარ, რომ შორს არის, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩადიოდე და ჩამოდიოდე, იმიტომ, რომ მივხვდი, როდესაც მისგან ვბრუნდები, ისევ ვეჩვევი მდგომარეობას, როცა ჩემ გვერდითაა და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა შეჩვეული ვარ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს ჩემთვის“, – თქვა მარიამ შენგელიამ „არტ FM“-ში სტუმრობის დროს.
წყარო : Fortuna.ge
კომენტარები