ქართველები უცხოეთშისპორტი

რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი „პსჟ“-ში – ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ათეულშია

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’equipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატში – ლიგა 1-ში მოასპარეზე ფეხბურთელების შესახებ ფინანსური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ 12 ადგილზე სწორედ „პსჟ“-ის ფეხბურთელები არიან.

„პსჟ“-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია როგორც საკუთარ გუნდში, ისე ლიგა 1-ში, ანაზღაურებით მე-6 ადგილზეა ვიტინიასთან ერთად. კვარაცხელია პორტუგალიელი თანაგუნდელის მსგავსად თვეში 900 ათას ევროს გამოიმუშავებს, რაც ისეთი ვარსკვლავების შემოსავლებს აღემატება, როგორებიც არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, ბრედლი ბარკოლა და ნუნო მენდეში.

სიას სათავეში უსმან დემბელეა, რომლის თვიური ხელფასიც 1 500 000 ევროა.

ლიგა 1-ის ტოპ ხელფასები

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. უსმან დემბელე (PSG) – 1 500 000 ევრო

2. მარკინიოსი (PSG) – 1 120 000 ევრო

3. ლუკას ერნანდესი, აშრაფ ჰაკიმი (PSG) – თითოეულს 1 100 000 ევრო

5. ვარენ ზაირ-ემერი (PSG) – 950 000 ევრო

6. ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია (PSG) – თითოეულს 900 000 ევრო

8. ჯანლუიჯი დონარუმა (PSG) – 849 000 ევრო

9. ნუნუ მენდეში (PSG) – 800 000 ევრო

10. პრენსელ კიმპემბე (PSG) – 640 000 ევრო

ნუცა ყაველაშვილი

განახლება 2 ივლისი, 2026 წ.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ფინანსური მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია დღეს Paris Saint-Germain-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კვარაცხელიას ხელფასი PSG-ში (საბაზო ანაზღაურება)

  • წლიური: დაახლოებით 10.8 მილიონი ევრო (ბრუტო).
  • თვიური: დაახლოებით 900 000 ევრო (ბრუტო).

მისი კონტრაქტი, footmercato-ს ინფორმაციით, 2029 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, „ნაპოლიდან“ PSG-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიას ხელფასი დაახლოებით 4-5-ჯერ გაიზარდა.

ხელფასების უახლესი საჯარო მონაცემების თანახმად, კვარაცხელია PSG-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მე-6 ადგილზეა:

  1. უსმან დემბელე – €18.0 მლნ/წელი
  2. მარკინიოსი – €13.44 მლნ
  3. ლუკას ერნანდესი – €13.2 მლნ
  4. აშრაფ ჰაკიმი – €13.2 მლნ
  5. უორენ ზაირ-ემერი – €11.4 მლნ
  6. ხვიჩა კვარაცხელია – €10.8 მლნ (ვიტინიასა და ჟოაუ ნევეშთან ერთად).

გარდა ხელფასისა, კვარაცხელიას სხვა შემოსვლებიც აქვს:

მატჩის, გოლისა და ასისტის პრემიები

PSG ფეხბურთელების ინდივიდუალური ბონუსების დეტალებს არ აქვეყნებს. თუმცა, ფრანგული მედიის ცნობით, Top ფეხბურთელების კონტრაქტები, როგორც წესი, მოიცავს:

  • მატჩში მონაწილეობის პრემიას;
  • სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ბონუსს;
  • გოლისა და საგოლე პასის ბონუსებს;
  • სეზონის სტატისტიკურ მიზნებთან დაკავშირებულ დამატებით ანაზღაურებას;
  • ტიტულებისა და ევროტურნირებზე წარმატებისთვის დაწესებულ პრემიებს.

არ არსებობს ოფიციალურად დადასტურებული საჯარო ინფორმაცია, თუმცა ინტერნეტში ვრცელდება კონკრეტული თანხები – 10 000, 20 000 ან 50 000 ევრო თითო გოლზე.


გუნდური პრემიები

ეს სოლიდური თანხებია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი პრემიები გადაუხადა. ზუსტი ციფრები ინდივიდუალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა საუბარია ასობით ათას ევრომდე პრემიებზე თითო ძირითადი ფეხბურთელისთვის.

გარდა ამისა, არსებობს ბონუსები:

  • ლიგა 1-ის ჩემპიონობისთვის;
  • საფრანგეთის თასისთვის;
  • საფრანგეთის სუპერთასისთვის;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ეტაპების გადალახვისთვის.

სარეკლამო კონტრაქტები

აქ კვარას შემოსავალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ცნობილია, რომ მას აქვს:

  • Nike-ის ინდივიდუალური სპონსორული ხელშეკრულება;
  • სხვადასხვა სარეკლამო და კომერციული აქტივობა საქართველოში;
  • პარტნიორობა რამდენიმე ქართულ კომპანიასთან;
  • სოციალური ქსელების კომერციული კამპანიები.

თუმცა ამ კონტრაქტების ღირებულება საჯაროდ არ ქვეყნდება.


იმიჯის უფლებები

სხვა საფეხბურთო ვარსკვლავების მსგავსად, კვარაცხელიას შემოსავლის ნაწილი მოიცავს ანაზღაურებებს:

  • ფოტოების გამოყენების ლიცენზირებიდან;
  • სარეკლამო რგოლებიდან;
  • ვიდეოთამაშების (მაგალითად, EA Sports FC) ლიცენზიებიდან;
  • მერჩენდაიზინგიდან და სხვა კომერციული აქტივობებიდან.

ზუსტი თანხები უცნობია.


რეალურად რამდენს შეიძლება გამოიმუშავებდეს ხვიჩა კვარაცხელია წელიწადში?

თუ შევაჯამებთ მხოლოდ იმას, რაც მეტ-ნაკლებად ოფიციალურად დადასტურებულია:

  • ფიქსირებული ხელფასი – 10.8 მლნ ევრო (ბრუტო);
  • გუნდური და ინდივიდუალური პრემიები – სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ათასიდან 1–2 მილიონ ევრომდე, სეზონის შედეგებიდან გამომდინარე;
  • სარეკლამო და სპონსორული შემოსავალი – საჯაროდ უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მილიონობით ევროს დამატებით შემოსავალს შეიძლება აღწევდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელი PSG-სა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.

საბოლოოდ, სხვადასხვა წყაროს შეფასებით, კვარაცხელიას წლიური მთლიანი შემოსავალი (ხელფასი + ბონუსები + რეკლამა) შესაძლოა 12–15 მილიონ ევროს აღემატებოდეს, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ეს უკვე შეფასებაა და არა ოფიციალურად დადასტურებული თანხა.

სხვა მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, 25 წლის ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელია. „ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ, სადაც მისი კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს, მიქაუტაძის წლიური ფიქსირებული ხელფასი, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეფასებების მიხედვით, დაახლოებით 4,58 მილიონ ევროს (ბრუტო) შეადგენს, რაც თვეში დაახლოებით 382 ათასი ევროა, ბონუსების გარეშე. Capology-ის შეფასებით, ფეხბურთელის სავარაუდო წლიური ბონუსები 1,15 მილიონ ევროს აღწევს, რის შედეგადაც მისი წლიური მთლიანი შემოსავალი კლუბიდან შესაძლოა დაახლოებით 5,73 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Capology ამ მონაცემებს შეფასებითად (estimated) ასახელებს და არა ოფიციალურად დადასტურებულ ფინანსურ ინფორმაციად.

25 წლის ზურიკო დავითაშვილის (მარცხენა გარემარბი) წლიური ფიქსირებული ხელფასი „სენტ-ეტიენში“, საჯარო ფინანსური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 720 ათას ევროს (ბრუტო) შეადგენს, რაც თვეში დაახლოებით 60 ათას ევროს უდრის. ზურიკოს კონტრაქტი „სენტ-ეტიენში“ 2028 წლის 30 ივნისამდეა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

ამჟამად, Forbes-ის უახლესი შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 41 წლის კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელი ვარსკვლავი სპორტული საქმიანობიდან წელიწადში დაახლოებით 235 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა კომერციული საქმიანობის ჩათვლით მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 300 მილიონ დოლარს აღწევს.

Forbes-ის 2026 წლის „World’s Highest-Paid Athletes“ რეიტინგის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან ათლეტებს შორის ლიდერობს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ზედიზედ მეოთხედ და კარიერაში უკვე მეექვსედ დაიკავა პირველი ადგილი გლობალურ რეიტინგში.

„ფორბსის“ მიხედვით, 140 მლნ დოლარის წლიური შემოსავლით ლიონელ მესი ფეხბურთელებს შორის კვლავ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ რჩება, რაც ხაზს უსვამს ორი ვარსკვლავის დომინაციას როგორც სპორტულ, ისე ფინანსურ დონეზე.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close