ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30 მარტი

რეტროგრადული ვენერასა და მერკურის ორმაგი დარტყმა არის ის, რაც ამ კვირაში გველოდება, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას ეს ნაკლებად შეეხება. გარდა ამისა, გაზაფხულის ბუნიობის დღის შემდეგ მზე სხვა ენერგიით მოძრაობს ზოდიაქოში და აქტიურად ითხოვს ცვლილებებს, ამიტომ ეს კვირა ყველაზე ხელსაყრელია თქვენ ირგვლივ გარემოს გასაუმჯობესებლად – არ აქვს მნიშვნელობა, სახლში თუ სამსახურში. შეეცადეთ, მოიშოროთ ძველი და დრომოჭმული ნივთები და შეიძინეთ რაიმე ახალი. ეს ზოგადი დახასიათება ერთდროულად ყველა ნიშანს ეხება, ინდივიდუალურ პროგნოზებს კი გაეცანით ჰოროსკოპში.

ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი კვირა იქნება, ემოციური რყევებითა და მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე. ორშაბათს მოგიწევთ მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება, წარსული გამოცდილების იგნორირება. იყავით აქტიურები. ოთხშაბათს კარგად შეამოწმეთ საბუთები, რომლებიც თქვენს ხელში გაივლის, რათა შეცდომები არ დაუშვათ. პარასკევს შესაძლებელია სიფიცხემ და იმპულსური მოქმედების რისკმა მოიმატოს – ეს არის ნიშანი, რომ დასვენება გჭირდებათ და უნდა იპოვოთ დრო განტვირთვისთვის. შაბათ-კვირას შესაძლოა არაერთი საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. თანხმობა თქვით ახალ პროექტებზე და განიხილეთ ყველაზე წარმოუდგენელი იდეებიც კი. ყველაფერი გამოგივათ! თქვენი ჯანსაღი ამბიციები საშუალებას მოგცემთ, კარგ შედეგებს მიაღწიოთ.

კვირის ბოლოს ახლობლები გაგახარებენ მოულოდნელი სიურპრიზებით და კარგი ამბებით.

სასიკეთო დღეები: 24, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

კურო

კუროებს, ბოლოს და ბოლოს, საგაზაფხულო განწყობა დაეუფლებათ. დიახ, რეტროგრადული მერკური სამსახურში ნებისმიერ პერსპექტივას დაბლოკავს და შეუძლებელს გახდის ახალი საქმიანი პროექტების დაწყებას, მაგრამ თქვენი პირადი ცხოვრება გამოცოცხლდება. წადით შეხვედრებზე, ეფლირტავეთ კოლეგებს და გაიცანით ადამიანები ქუჩაშიც კი – ეს ხელსაყრელი დროა თქვენი მეორე ნახევრის მოსაძებნად. სამშაბათს შეიძლება განსაკუთრებული შთაგონება გეწვიოთ: თამამად გააფართოვეთ თქვენი ინტერესების სპექტრი და ახალი ცოდნის დაუფლებას შეუდექით. ეცადეთ, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საქმიანი ინფორმაცია და არ გადადოთ დაგეგმილი შეხვედრები. მხოლოდ თქვენი გამძლეობა დაგეხმარებათ, გამარჯვებული გამოხვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან.

შესაძლებელია ადრე გაკეთებული კეთილი საქმის გამო ჯილდო მიიღოთ.

კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში გადახედეთ თქვენს დიეტას და უარი თქვით ალკოჰოლზე და არაჯანსაღ სასმელებზე.

შაბათ-კვირას საკუთარ თავზე იზრუნეთ, გამოიყენეთ განტვირთვის და გართობის ყველა შესაძლებლობა.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 29.

ტყუპი

ტყუპებმა ამ კვირაში განსაკუთრებული აქტიურობა უნდა გამოავლინონ და შედეგად ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვათ. თქვენი პირადი ცხოვრება „დამუხრუჭდება“, ნუ ეცდებით რეტროგრადული ვენერას მოტყუებას, რადგან თუ მაინც დაგეგმავთ პაემანზე წასვლას, ამის გამო შესაძლოა უსიამოვნებებს გადაეყაროთ. ასე რომ, ჯობია არ გარისკოთ. სამშაბათს სამსახურში გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით: შესაძლოა რომელიმე კოლეგამ ხელმძღვანელობასთან ცილი დაგწამოთ და საკუთარი შეცდომები თქვენ დაგაბრალოთ. მზად იყავით, რომ თქვენი სიმართლე დაიცვათ, მაგრამ მშვიდად, დიპლომატიურად და არგუმენტირებულად. ასე უფრო დამაჯერებელი იქნებით.

პირად ამბებს ნურავის მოუყვებით, თუ არ გინდათ, რომ სამეგობროში საუბრის მთავარ ობიექტად იქცეთ.

შაბათი ხელსაყრელია იმიჯის შესაცვლელად და გარდერობის განახლებისთვის. კვირას დრო გამონახეთ და ყურადღება გამოიჩინეთ ნათესავების მიმართ, რომლებთანაც დიდი ხანია არ გქონიათ ურთიერთობა.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ამ კვირაში ბევრი შანსი ექნებათ, რომ თავი სამყაროს ცენტრად იგრძნონ. გარშემო მყოფები დაიწყებენ თქვენზე ზრუნვას და ყურადღებას დაგითმობენ. შეეცადეთ, სიკეთეს სიკეთით უპასუხოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, დაუკვირდით, ხომ არ არის ეს ცბიერი მანიპულაციის ნაწილი – შესაძლოა ვინმე ცდილობს, ამგვარად გაგაკეთებინოთ ისეთი რამ, რის გაკეთებაც არ გსურთ. ოთხშაბათი მარტივი დღე არ იქნება, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებით გამოწვევას, თუ უმნიშვნელო რამეებზე არ ინერვიულებთ. ხუთშაბათს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენას კბილი დააჭიროთ – არავის გაუზიაროთ თქვენი გეგმები და იდეები. დიდი შანსი გამოგიჩნდებათ, რომ შორეულ მოგზაურობაში წახვიდეთ და თან წაიყვანოთ თქვენი უახლოესი და ძვირფასი ადამიანი. ეს მოგზაურობა სასარგებლო იქნება თქვენი ურთიერთობისთვის, ასე რომ, თამამად დაიწყეთ დაგეგმვა.

კვირის ბოლოს ძალების და ენერგიის მკვეთრ შემცირებას იგრძნობთ, ასე რომ, მეტი იარეთ და დაისვენეთ. ბავშვები თავიანთი წარმატებებით და მიღწევებით გაგახარებენ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

ლომი

ლომებს დატვირთული და ემოციური კვირა ელით. ბევრი კონფლიქტი იქნება, თუმცა არც სასიამოვნო სიურპრიზები მოგაკლდებათ. ორშაბათს და სამშაბათს შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალოს თქვენს პირად ცხოვრებაში. ოთხშაბათს მზად იყავით იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით: შესაძლოა საჯარო დებატებში მიგიწვიონ და რაღაცის დამტკიცება მოგიწიოთ. გამოიყენეთ მხოლოდ რაციონალური არგუმენტები და სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ეცადეთ, მდგომარეობიდან არ გამოხვიდეთ.

კვირის მეორე ნახევარში ნებისმიერი გუნდური აქტივობა ხელსაყრელია. განიხილეთ იდეები, იპოვეთ კომპრომისები, შეიმუშავეთ ახალი პროექტები.

ძალიან ფასეულ ინფორმაციას მიიღებთ, თუ ყურადღებით მოისმენთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო. იზრუნეთ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, ჩაეწერეთ ტრენინგზე. ამ კვირაში შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში ბანკში, გადაიხადოთ გადასახადები, ყველა ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება.

შეეცადეთ, შაბათ-კვირას აქტიურად დაისვენოთ. ეს პერიოდი საუკეთესოა მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

ქალწული

ამ კვირაში ვარსკვლავები ქალწულებს უამრავ ცვლილებას და საინტერესო მოვლენებს ჰპირდებიან. მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე გქონდეთ გათვლა და იმედი არ გაგიცრუვდებათ. მთავარია, ნათლად გაიაზროთ, სად მიდიხართ და რის მიღწევა გსურთ. სამშაბათს შესაძლოა რომელიღაც მნიშვნელოვანი, დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხი მოგვარდეს. ოთხშაბათს მოსალოდნელია შემოგთავაზონ ახალ პროექტზე მუშაობა ან რაღაცის გადაკეთება გახდეს საჭირო მოულოდნელი გართულებების გამო. საქმიან მოლაპარაკებებში თქვენს გამორჩეულ უნარებს გამოავლენთ და შეძლებთ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას. შუა კვირა ხელსაყრელია ქალაქგარეთ მოკლე მოგზაურობისთვის. ხუთშაბათს დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებთან საუბარს, შესაძლოა, დადგა დრო, რომ მომავალი განიხილოთ და სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოთ. პარასკევს შესაძლოა გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს, მაგრამ ეს მხოლოდ სასიკეთოდ შემოგიბრუნდებათ: შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან ამაღელვებელი თავგადასავალი გადაგხდეთ თავს.

შემოქმედ ქალწულებს საინტერესო შეხვედრები და ჯილდოები ელით.

შაბათს შესაძლოა ახალი ამბები მიიღოთ თქვენგან შორს მყოფი ადამიანისგან.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

სასწორი

ამ კვირაში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსებთან განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ. მოერიდეთ დიდი შესყიდვების გაკეთებას და არ გასესხოთ ფული. კვირის დასაწყისში შეიძლება გამოჩნდეს თქვენი მუდმივი მიდრეკილება საკუთარი თავისთვის პრობლემების გამოგონებისკენ. შეეცადეთ, სიტუაციას რეალისტურად მიუდგეთ და წვრილმანებს არ გამოეკიდოთ. ხუთშაბათს თქვენი თავდაჯერებულობა შეიძლება გაიზარდოს დამსახურებული აღიარებისა და უფროსებისგან წახალისების გამო. კვირის ბოლოს შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ – ყურადღებით გაიაზრეთ, რას და რატომ გთავაზობენ და რა შეიძლება იყოს შედეგი.

შაბათი ხელსაყრელია პაემნებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და ხმაურიან კამპანიებში ჩასართავად.

კვირის ბოლოს ისეთი საოცარი მოვლენები დაიწყება, რომ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ.

სასიკეთო დღეები: 24, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

კვირის დასაწყისში ვარსკვლავები მორიელებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ურჩევენ. გადახედეთ თქვენს დიეტას და ეწვიეთ სპეციალისტებს, რომლებთან ვიზიტსაც სულ მომავლისთვის დებთ და დებთ. სამშაბათს შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი თქვენი წარსულიდან და თავი შეგახსენოთ. უპირობოდ ნუ მიიღებთ სიმართლედ ყველაფერს, რასაც იგი ამბობს. ოთხშაბათი სახიფათო დღეა, ეცდებიან, რომ კონფლიქტებში ჩაგითრიონ. შეეცადეთ, არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანია დეტალებისადმი ყურადღება და მოქმედებების ანალიზი. თქვენი ავტორიტეტი და გავლენა იზრდება. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო დაგაკისრონ და მას ბრწყინვალედ გაუმკლავდებით.

ხუთშაბათს ნუ გაანდობთ თქვენს საიდუმლოებებს ყველაზე სანდო ადამიანებსაც კი. პარასკევს ხელსაყრელია, დრო დაუთმოთ ბავშვებთან ურთიერთობას და მათგან დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ.

კვირის ბოლოს კარგ ამბებს შეიტყობთ. იპოვეთ შთაგონების ახალი წყაროები.

თუ შაბათ-კვირას სტუმრად ან მცირე მოგზაურობაში მიგიწვევენ, უარი არ თქვათ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ამ კვირაში შესაძლოა სულიერი აღმავლობა განიცადოთ და ბევრი ამოცანის შესრულება გაგიმარტივდეთ, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენს შემოსავალსა და კარიერულ ზრდაზე. ეს კვირა კარგი პერიოდია რაიმე ახლის დასაწყებად, ნუ დააყოვნებთ, გადადგით გადამწყვეტი ნაბიჯი წინ. გაზარდეთ კონტაქტებისა და სასარგებლო საქმიანი შეხვედრების რაოდენობა. შეგიძლიათ იპოვოთ სანდო მოკავშირეები მნიშვნელოვან საკითხში, თუ თქვენს დიპლომატიას და დარწმუნების უნარს გამოიყენებთ. თქვენი ძირითადი საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება და ამაში თქვენი მეგობრებიც დიდ წვლილს შეიტანენ.

პირად ცხოვრებაში კი მოსალოდნელია შეფერხება რეტროგრადული ვენერას გამო.

კვირის დასაწყისში შილიფად ჩაცმულმა არ იაროთ, მოსალოდნელია, რომ გაცივდეთ და ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. სამშაბათს შეიძლება ნაცნობმა ადამიანმა გაგაოცოთ და არც მთლად სასიამოვნოდ. ოთხშაბათს თავი შეიკავეთ დიდი ხარჯებისგან.

კვირის ბოლოს მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რაზეც თქვენი ცხოვრების მომავალი მოვლენები იქნება დამოკიდებული.

შაბათ-კვირას მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ დაისვენოთ და ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

თხის რქებს იდეალური კვირა ექნებათ შეჯამებისთვის, მოწესრიგებისა და დიდი ხნის წინანდელი ამოცანების შესასრულებლად. კარგად დაუკვირდით, რისგან და ვისგან ჯობია, შორს დაიჭიროთ თავი. ორშაბათს ბევრი ხმამაღალი ლაპარაკი იქნება, თავს იჩენს გაუგებრობა გარშემო მყოფებთან. სამშაბათს ჯობია, არ იაქტიუროთ, დარჩით მოლოდინის რეჟიმში და ბევრი საკითხი თქვენ გარეშეც მშვენივრად მოგვარდება.

სასურველია, ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს ოპონენტებს. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რადგან მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური ზარალი. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია თქვენს გეგმებს ფარული წინააღმდეგობა შეხვდეს. კარგად გააანალიზეთ ყველაფერი, უფრო ხშირად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, რადგან ახლა შეცდომების მაღალი რისკია. თუ თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ, ყველაფერი რიგზე იქნება.

ვარსკვლავები გირჩევენ, ხუთშაბათს ალკოჰოლური სასმელები გადაჭარბებით არ მიიღოთ, რადგან ამან შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

კვირის მეორე ნახევარში დრო დაუთმეთ იმ ადამიანს, რომელიც ჰარმონიით გავსებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

მერწყული

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს გარემოცვას – შესაძლოა ვიღაც ცუდ ჭორებს ან არასასურველ ინფორმაციას ავრცელებდეს თქვენზე. ორშაბათი შეიძლება დაძაბული დღე იყოს. შეეცადეთ, თქვენი ამოცანები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ. ეცადეთ, არ გაექცეთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ასევე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები მარტომ. კონცენტრირდით იდეებსა და გეგმებზე და მოკლე დროში ბევრს მიაღწევთ. სამშაბათს შესაძლოა დახმარებისთვის მოგმართონ და უარი არ უთხრათ. სანაცვლოდ შეგიძლიათ ძალიან ღირებული გამოცდილება მიიღოთ. შუა კვირაში შეეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ მარტოობაში. შაბათ-კვირას თავგადასავლების სურვილი გაგიმძაფრდებათ, ასე რომ, თუ შესაძლებელია, ქალაქგარეთ გადით, სუფთა ჰაერი ისუნთქეთ, დატკბით ბუნებასთან ურთიერთობით და დადებითი ენერგიით დაიმუხტეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

თევზები

თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს კვირა ხელსაყრელია შემოქმედებითი რეალიზაციისთვის. ორშაბათს განსაკუთრებით თავდაჯერებულები იქნებით და რთული პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. სამშაბათს თავი შეიკავეთ უსარგებლო საუბრებისა და კამათისგან. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ოთხშაბათს ახალი ნაცნობობა შეიძლება არაპერსპექტიული აღმოჩნდეს, ნუ დაკარგავთ მასზე ძვირფას დროს. ხუთშაბათს შეეცადეთ, შეიკავოთ ემოციები, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

სამსახურში საქმეები საკმაოდ კარგად წავა, განსაკუთრებით კარიერული წინსვლის პერსპექტივის მხრივ. დადებითი განწყობა დაგეხმარებათ სამუშაო პროცესების ორგანიზებაში და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს პიროვნულ და პროფესიულ თვითშეფასებას.

კვირის მეორე ნახევარში ნუ გაღიზიანდებით წვრილმანების გამო და მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ პირად მიზნებს. პარასკევს და შაბათს მგზავრობისას გზებზე ძალიან ფრთხილად იყავით, გაზრდილია უსიამოვნო ინციდენტების ალბათობა.

საკმარისი დრო გამოყავით სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და დრო კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close