ძიუდო: ცნობილია, ვინ იასპარეზებს თბილისის გრან სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრან სლემი გაიმართება. დღეს ცნობილი გახდა ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი;
66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე;
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;
81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი;
90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი;
100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი;
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
თბილისის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1970 წლიდან იმართება. 2021 წლიდან გრან პრის ნაცვლად თბილისის ტურნირი უფრო პრესტიჟული – გრან სლემი გახდა. შეგახსენებთ, რომ გრან სლემის გამარჯვებული, ოქროს მედლის მფლობელი 500 ქულას იღებს მსოფლიო რეიტინგისთვის, ვერცხლის მედლის მფლობელი – 300 სარეიტინგო ქულას, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი – 200 ქულას.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრან სლემს უმასპინძლებს გრან პრის ნაცვლად
თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრან სლემს უმასპინძლებს გრან პრის ნაცვლად
კომენტარები