ისტორიასაზოგადოებასაქართველო

გარდაიცვალა საქართველოს დე იურე მეფე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი – ვინ გახდება ტახტის მემკვიდრე (ვიდეო)

პირველ მარტს გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ის იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა.

როგორც საქართველოს სამეფო სახლი –The Royal House of Georgia ფბ გვერდზე წერს, ტახტის მემკვიდრეს, მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის  სვეტიცხოველში – სამეფო საოჯახო აკლდამაში დაკრძალავენ.

როგორ გახდა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი დე იურე მეფე

90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მედიასივრცეში არაერთხელ განახლებულა ბაგრატოვანთა დინასტიის შესახებ საუბრები, რომელიც, ძირითადად,  სამეფო გვარის სხვადასხვა შტოების „სამეფო კარის თამაშებს“ უკავშირდებოდა.

ბაგ­რა­ტო­ვან­თა ტახ­ტის აღ­დგე­ნას ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რ კონტექსტში განიხილავდა, თუმცა რეალურად მას უფრო საკრალური მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონდა. საბოლოოდ, 2006 წელს „ბაგრატოვანთა სახლის“ მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომელიც ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ, გენეალოგიურ საფუძვლებს და თავად-აზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (აშშ) დასკვნას, რომლის თანახმადაც, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად – დე იურე მეფედ ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი აღიარეს.

ვინ გახდება მემკვიდრე

ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წინადადება გაიზიარა, რომ თავისი სამეფო ღირსება გადასცეს ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს. გამოდის, რომ ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ ანას უმცროსი შვილი – გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონია, ის კი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა.

ეტყობა, სწორედ უფლისწულის არასრულწლოვანების გამო, საქართველოს სამეფო სახლი ტახტის მემკვიდრედ ბატონიშვილ ანას მოიხსენიებს.

პირველი ქორწინებიდან ანას ორი ქალიშვილი ჰყავს – ირინა და მარიამი და ორივე დედის გვარს ატარებს. ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, 6 წლის წინაა გადაღებული ფოტოსესიის დროს.

უიღბლო ქორწინება და მემკვიდრის დაბადება

2008 წლიდან დაიწყო საუბარი საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენასთან დაკავშირებით, რის გამოც ტახტზე ბაგრატიონთა ორმა შტომ: გრუზინსკებმა და მუხრანელებმა განაცხადეს პრეტენზია. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ისეთი მემკვიდრის გაჩენის აუცილებლობა, რომელიც ორივე შტოს წარმომადგენელი იქნებოდა. ამ მიზეზით, 2009 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელზე დაქორწინდა. მათ ქორწილს 3 000 სტუმარი დაესწრო.

ქორწინება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით ჩატარდა, რითაც თითქოს უნდა გაერთიანებულიყო ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო. პატრიარქმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ანასა და დავითის შვილი საქართველოს პირველი მეფე გახდება.

ბაგრატიონთა წყვილმა ცხოვრება ესპანეთში გააგრძელა, ვინაიდან დავითი ესპანეთის მეფე  ხუან-კარლოს I-ის ნათესავია. მალე ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი მსახიობის და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის სკანდალური აღიარება გახდა, რომ მას ანას მეუღლესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები. ისინი პირველად 2009 წელს, ქორწინებიდან თვე-ნახევარში დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც მალევე შერიგდნენ. შემდეგ, 2010 წელს, ესპანეთში ყოფნისას ისინი კვლავ დროებით დაშორდნენ. მეორე შერიგების შემდეგ, 2011 წლის 27 დეკემბერს მადრიდში სამეფო წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც გიორგი დაარქვეს და ორივე მშობელმა მისცა თავისი გვარი, რის გამოც იგი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონია.

ორი წლის უფლისწული 3 ნოემბერს მონათლეს. ნათლობის ცერემონია სვეტიცხოველში ჩატარდა, რიტუალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. მისი ნათ­ლი­ე­ბი არი­ან: ილია II, ბი­ძე­ბი მამის მხრიდან, ირაკლი და უგო (გუ­რამ), ლე­ვან ვა­სა­ძე, გი­ორ­გი ახვლედიანი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია და ნო­დარ ხა­დუ­რი.

მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გის მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ, იგი დე­დას­თან ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა მამასთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

უფლისწული გიორგი, 12 წლის

სა­მე­ფო კა­რის ორი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამჟა­მად ნორ­მა­ლურ ურთიერთობას ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა (ფოტო)

„სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ლში“ ნეფის – რო­მა­ნო­ვე­ბის მემკვიდრის, გიორგი რომანოვის მეჯვარე და­ვით ბაგრატიონი იყო

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close