ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3 – 9 მარტი

ამ კვირაში ციურ ზემოქმედებას უპირატესად დადებითი ეფექტი ექნება. ეს პერიოდი მოგვიტანს რომანტიკული მოვლენების ნამდვილ ფეიერვერკს. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდებიან: ახალ ნაცნობებს, მოულოდნელ შეხვედრებსა და ურთიერთობების სპონტანურ განვითარებას.
ვენერას ურანთან შეერთების გავლენით შეიძლება ველოდოთ ბედის უჩვეულო შემობრუნებებს – მოულოდნელი გრძნობები და სიმპათიები შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით, ხოლო მარსთან ვენერას ხელსაყრელი ასპექტი გააძლიერებს მიზიდულობას საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის, შექმნის იდეალურ პირობებს ახალი რომანტიკული ისტორიების დასაწყებად. კვირის მეორე ნახევარში ინტიმური სფერო განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიიღებს, რაც თქვენს ურთიერთობას სიღრმეს შემატებს.
გარდა ამისა, მერკურის ასპექტი პლუტონთან თქვენს სიტყვებს განსაკუთრებით დამაჯერებელს და შინაარსიანს გახდის. ეს შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის და საჯარო გამოსვლებისთვის, სადაც თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას დიდი წონა და ზეგავლენა ექნება.
მთელი კვირის განმავლობაში ჯობს ყურადღება მიაქციოთ უკვე დაწყებული სამუშაოს დეტალების დასრულებას და მოერიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი დროა ფინანსური საკითხების ღრმა ანალიზისთვის.
ამ კვირაში წინსვლის სურვილი დიდია, მაგრამ რეტროგრადული ვენერა დაუმთავრებელ საქმეს გახსენებთ. მთავარია მოთმინება და სიტუაცია მალე გაირკვევა. ახალ გარემოებებში საჭიროა სტრატეგიების გადახედვა, დაშვებული შეცდომების ამოცნობა და ძველ გეგმებზე დაბრუნება. პარასკევს შეიძლება მოულოდნელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდეთ, მოიკრიბეთ ძალა და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
შაბათ-კვირას შესაძლოა შვილებთან პრობლემები წარმოიშვას, მათ კვლავ დაარღვიონ თქვენთვის მოცემული პირობა. სასურველია მშვიდად მოუსმინოთ და არ იჩხუბოთ, ყველაფერი მოგვარდება.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
გრძელვადიანი გეგმების წარმატებით განხორციელება დამოკიდებული იქნება თქვენს განწყობასა და ენერგიაზე. შეეცადეთ სასარგებლო ინფორმაციებს გაეცნოთ და ახალი ცოდნა შეიძინოთ. კვირის პირველ ნახევარში მოვლენები თქვენი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში წარმატებით წარიმართება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელობასთან, რაც ახალი პერსპექტიული გეგმების განხორციელების შანსს მოგცემთ. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი კოლეგებთან. არასასურველია ურთიერთობების გაფუჭება მათთანაც კი, ვინც თქვენს აზრებს და შეხედულებებს არ იზიარებს.
შეეცადეთ შაბათ-კვირა მყუდრო გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში შეგიძლიათ წარმატებით გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ ამოცანებს, რომლებიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ახლა მხოლოდ მცირე ძალისხმევა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. კვირის მეორე ნახევარში კარგი იქნება სამუშაოს მოცულობის შემცირება, მეტი დასვენება, სეირნობა, პაემანზე წასვლა. არ დაუმალოთ თქვენი გრძნობები საყვარელ ადამიანებს, მათი მხარდაჭერა გაგამხნევებთ და ძალას შეგმატებთ. არ დაივიწყოთ თქვენი შემოქმედებითი ამბიციები, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი თანხის გამომუშავება კრეატიული პროექტებით.
ეს კვირა კარგი პერიოდია ოჯახის წევრებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად, რაც დიდ სიხარულს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 5, 9.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში, ნებისმიერ სიტუაციაში, არ დაკარგოთ თავი, გააკონტროლეთ თქვენი ემოციები. წარსულმა საქმეებმა ან კავშირებმა შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვოს. სამშაბათი და ოთხშაბათი თითქმის იდეალური დღეებია, რომ მშვიდად და აჩქარების გარეშე მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე. ახლა შეგიძლიათ შეცვალოთ ბევრი რამ და ეს თქვენგან დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს, თქვენი შრომისმოყვარეობა და საქმიანი უნარები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით საინტერესო იდეები შესაძლოა პარასკევს დაგებადოთ.
უმჯობესია შაბათ-კვირა ოჯახს დაუთმოთ და მათთან ერთად ბუნებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში ყურადღება მიაქციეთ ძველ შეცდომებს – მათში არის სწორედ ახალი შესაძლებლობების გასაღები. ინტუიცია თქვენი მთავარი მეგზურია. მოემზადეთ საკუთარ თავთან დიალოგისთვის. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით. დიდი საქმეების კეთების დრო მოგვიანებით გექნებათ, ახლა პატარა, მაგრამ საჭირო საქმეების დროა. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, შესაძლოა ყველა მათგანი არ არის კეთილსინდისიერი. სამსახურებრივ რომანს უფრთხილდით, დიდ პრობლემებს შეგიქმნით.
შაბათი შეიძლება მოულოდნელი შეხვედრებისა და დაუგეგმავი მოგზაურობის დღე აღმოჩნდეს.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, ახალ საქმიანობაში ჩაერთოთ და ამაში თქვენი მეგობრები დაგეხმარებიან. ბიზნესში გამოიჩინეთ დიპლომატია და მოქნილობა, მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას. წარმატების მიღწევა შეგიძლიათ მხოლოდ პირადი ორგანიზაციული უნარების წყალობით. კვირის შუა რიცხვებში მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რაზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს შემდგომი მოვლენები თქვენს პირად ცხოვრებაში. შესაძლებელია ემოციური აფეთქებები და მტანჯველი მარტოობის განცდა. მოუსმინეთ საყვარელ ადამიანებს – მათი რჩევა გამოგადგებათ.
შაბათ-კვირა ბავშვებს დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 5, 9.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში გექნებათ რეალური შანსი, განახორციელოთ ყველა თქვენი გეგმა. შეეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ასეთი კარგი შესაძლებლობა, თუმცა უფრთხილდით წვრილმან ხრიკებს და ინტრიგებს. სამსახურში გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ახალ დავალებებს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ამ მომენტში ყველაზე აქტუალური საკითხის გადაჭრას. ხუთშაბათს შეეცადეთ, არ დათანხმდეთ ისეთი საქმეების შესრულებაზე, რომლებიც დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.
შაბათ-კვირას პრიორიტეტული იქნება ოჯახური საზრუნავი და შეხვედრები ყოფილ პარტნიორებთან.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
ეს კვირა ძლიერი ენერგეტიკული იმპულსით დაიწყება, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, რომ გადახედოთ ღირებულებებს და იპოვოთ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. კვირის დასაწყისში შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაჭრის აუცილებლობა დადგეს, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს. შუა კვირა შთაგონებას და შემოქმედებით სტიმულს მოიტანს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ხელოვნების სფეროში საქმიანობს.
კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრები ძალიან გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 4, 8.
არასასიკეთო დღე: 7.
კვირის დასაწყისში შესაძლებელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, თუმცა რეალურად ამისთვის განსაკუთრებული მიზეზები მოსალოდნელი არ არის. შეეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, რადგან თუ დაუმთავრებელი დარჩება, დიდი ხნის განმავლობაში ვერ დასრულდება. სამშაბათს ზედმეტად ნუ ენდობით კეთილისმყოფელთა რჩევებს, უფრო მეტად საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. შეძლებთ, გამოავლინოთ თქვენი ლიდერული თვისებები, მოიპოვოთ კოლეგების ნდობა და კიდევ მიიღოთ ახალი პერსპექტიული შემოთავაზებები.
შაბათი და კვირა ხელსაყრელია რომანტიკული პაემნებისა და მეგობრული შეხვედრებისთვის.
სასიკეთო დღეები: 4, 9.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ კვირაში გექნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ახალ ბიზნესში, რამაც შეიძლება დამატებითი მოგება მოგიტანოთ. სამშაბათს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხუთშაბათს შეძლებთ დაიცვათ თქვენი იდეები და ინიციატივები თქვენი ზემდგომების წინაშე. პარასკევს იყავით ფრთხილად, რადგან არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შეიძლება თქვენი რეპუტაცია დააზიანონ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იყავით ძალიან გულწრფელი და გახსნილი თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.
მოემზადეთ კულტურულ ღონისძიებაზე წასასვლელად კვირის ბოლოსთვის.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში ხელსაყრელი არ არის აქტიურობისა და ინიციატივის გამოვლენა. ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშეც მოგვარდება. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია, იყოთ მომთმენი და მშვიდი, შეეცადეთ ბევრი არ ილაპარაკოთ და არ მისცეთ რჩევები, როცა ამას არ გთხოვენ. საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზები გელით, შესაძლოა საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული კარგი ამბები სწორედ მათგან შეიტყოთ.
კვირის ბოლოს მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავლები გელოდებათ. კვირას სტუმრებს დაელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 8.
არასასიკეთო დღე: 3.
ეს კვირა დატვირთული იქნება და თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. კვირის დასაწყისში შეიძლება წარმოიშვას საკითხები, რომლებიც სიზუსტეს და დეტალებზე ყურადღებას საჭიროებენ. პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიულ სფეროში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. შესაძლებელია მოულოდნელი ფინანსური შემოსავლები ან მომგებიანი შემოთავაზებები. მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება, რადგან შეიძლება წარმოიშვას სიტუაციები, როდესაც დიპლომატია და გონივრული ტაქტიკა დაგჭირდებათ.
შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად მშვიდ, მყუდრო გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
თამთა გურული
კომენტარები