იტალიაკრიმინალი

„კოზა ნოსტრას“ 183 წევრი დაკავებულია – იტალიის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაცია

იტალიაში მასშტაბური რეიდის ფარგლებში იტალიის პოლიციამ სიცილიური მაფიის, „კოზა ნოსტრას“ 183 წევრი დააკავა, წერს La Stampa.   

სიცილიური მაფიოზური კლანების წინააღმდეგ სამშაბათს, გამთენიისას დაწყებული ოპერაცია ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო წლების  განმავლობაში. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა „კოზა ნოსტრას“ მცდელობის დაბლოკვა, აღედგინა თავისი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომელიც „გუმბათის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

მასშტაბური სპეცოპერაცია, ძირითადად, პალერმოში ჩატარდა, რეიდები იყო ასევე ტრაპანში, კატანიაში, რეჯო-კალაბრიაში, მილანში, ფლორენციასა და არეცოში.

რეიდში მონაწილეობდა 1200 სიცილიელი კარაბინერი, პალერმოს ანტიკრიმინალური განყოფილების ოფიცრები, კინოლოგები, ვერტმფრენის ესკადრა და სხვა სამხედრო ნაწილები.

დაკავებულთა შორის არიან მაფია „კოზა ნოსტრას“ კლანის ყველა რგოლის წარმომადგენლები – „ბოსებიდან“ დაწყებული, „კოორდინატორებით“ დამთავრებული, რომლებიც პალერმოსა და სხვა რეგიონებში აკონტროლებდნენ ვითარებას..

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს სხვადასხვა მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის, ნარკოტრეფიკინგის, მკვლელობის მცდელობის, გატაცების, არალეგალური ონლაინ გემბლინგისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით.

ამ დროისთვის დამატებითი ორდერები გაიცა 33 პირზე, რომლებიც უკვე ციხეში არიან სხვა ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ უკანასკნელი „ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში

სიცილიური მაფიის – „კოზა ნოსტრას“ „უკანასკნელი ნათლია“ ციხეში მოკვდა 61 წლის ასაკში

იტალიის სამი უძლიერესი კრიმინალური დაჯგუფება დაზავდა? – ფოტოების გავრცელების პარალელურად პროკურორები დიდი კოალიციის საფრთხეზე ალაპარაკდნენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close