ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3 – 9 თებერვალი

ახალი კვირა მოვლენებით სავსე, ენერგიული და ცვალებადია. ამ დროს ერთმანეთშია გადახლართული ინტელექტუალური აქტივობა, იმპულსურობა გრძნობებში, ფინანსური დინამიკა და ღრმა გარდაქმნები. მთვარე აქტიური მატების ფაზაში იქნება, ამიტომ ისარგებლეთ ამ პერიოდით. ძირითადად, ყველა თქვენი მცდელობა მოიტანს აღიარებას, წარმატებას, ფულს და გადაიქცევა სიცოცხლის საიმედო, სტაბილურ საფუძვლად.

ეს კვირა ხელსაყრელი იქნება სიყვარულისთვის, შემოქმედებითობისა და თვითგამოხატვისთვის. იუპიტერი საბოლოოდ გამოდის რეტროგრადული მოძრაობიდან და, შესაბამისად, 4 თებერვლის შემდეგ ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის ურთიერთობები უფრო ინტენსიური ხდება, გრძნობები – უფრო მწვავე, ფინანსური გადაწყვეტილებები კი – უფრო სარისკო. მნიშვნელოვანია სიყვარულსა და ფულში იმპულსურობას გაუფრთხილდეთ. დროა, ზოდიაქოს ნიშნების მარტოხელა წარმომადგენლებმა გადახედონ თავიანთ პრინციპებს და გააქტიურდნენ.

კარგი დროა ხანგრძლივი მოგზაურობის დაგეგმვისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის.

ვერძი

ეს კვირა კარგად ჩაივლის, თუ ამაღლებული განწყობის შენარჩუნებას მოახერხებთ. წარმატება დამოკიდებული იქნება სწრაფად სწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარზე. თქვენი ხელმძღვანელი დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, მაგრამ მარტო მის მხარდაჭერას ნუ დაეყრდნობით, ჯობს, საკუთარ ძალებს ენდოთ. ნუ მისცემთ თავს მოდუნების უფლებას – ეს შეიძლება თქვენს საზიანოდ გამოიყენონ. დაგჭირდებათ ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა დიპლომატია და მოთმინება. მეგობრებმა ან საყვარელმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანების კომპლიმენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.

ამ შაბათ-კვირას იღბალი ყველაფერში თქვენს მხარეს იქნება.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

კურო

ეს კვირა საკმაოდ მშვიდად და ზომიერად ჩაივლის. თქვენი საქმეები საკმაოდ სტაბილურ მდგომარეობაში იქნება. დაიწყება დიდი ხნის წინ შედგენილი გეგმების განხორციელება. ყველა კონფლიქტი საბოლოოდ წარმატებით მოგვარდება. თქვენი კარგი განწყობის წყალობით, შეძლებთ დაეხმაროთ ბევრ ადამიანს, მხარი დაუჭიროთ საკმაოდ რთულ ვითარებაში. ხუთშაბათს შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი დატვირთვა, რადგან შესაძლოა ემოციურად დაიღალოთ. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს.

იფიქრეთ არა მხოლოდ დღევანდელზე, არამედ უახლოეს მომავალზეც.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

ტყუპი

ამ კვირაში სურვილი გექნებათ, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით წარიმართოს და ეს სავსებით შესაძლებელია. სამსახურში ბევრ საკითხში, უბრალოდ, შეუცვლელი იქნებით. თქვენმა პროფესიულმა წარმატებამ შესაძლოა მავანი გააღიზიანოს. სამშაბათს ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციას და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. მტკიცე უარი თქვით არასაჭირო ნივთებსა და საკითხებზე როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ხუთშაბათს სასიყვარულო და ოჯახურ საკითხებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

შაბათ-კვირა დაუთმეთ ოჯახს და ბავშვებს, მათ თქვენთან ინტენსიური კომუნიკაცია სჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 7.

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლოა საქმიან პარტნიორებთან გართულებები გქონდეთ, მაგრამ გონივრული კომპრომისის პოვნა სავსებით შესაძლებელია. დაიცავით თქვენი გეგმები და ინიციატივები. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ იქნებით მათთან ძალიან გულწრფელი. სანამ გადამწყვეტად იმოქმედებთ, ჯერ ყველაფერზე კარგად დაფიქრდით. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შეგიძლიათ თქვენი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ოთხშაბათს შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. პარასკევი ხელსაყრელი იქნება მოგზაურობისთვის.

არ გადადოთ დაგეგმილი შვებულება.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

ლომი

ამ კვირაში ადეკვატურად უნდა გამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები და გეგმების განხორციელებაზე ისე იზრუნოთ. შეეცადეთ, დაეყრდნოთ ძველ კავშირებს და სანდო მეგობრებს – ისინი დიდხანს იქნებიან კარგი დასაყრდენი. ნუ ჩქარობთ მოქმედებას, ჯობს ყურადღება მიაქციოთ შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებას. შეძლებისდაგვარად გამოიჩინეთ თავშეკავება, ყურადღება, დიპლომატია და სიზუსტე. კვირის შუა რიცხვებში შესაძლოა გადატვირთული იყოთ სამუშაოთი. ნუ გადაიტანთ თქვენს ემოციებს ირგვლივ მყოფებზე. სასურველია გაუმკლავდეთ მიმდინარე საქმეებს და არ დაიწყოთ რაიმე სერიოზული და ახალი.

შეეცადეთ, შაბათ-კვირა იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, რომლებიც ნამდვილად ახლოს არიან თქვენთან.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

ქალწული

ამ კვირაში შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ პრობლემები სამსახურში, თუ არავისთან არ განიხილავთ თქვენს საქმეს. შესაშური მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმიანმა პარტნიორებმა ისარგებლონ თქვენი ემოციურობით და კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება მოახდინონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანი დაკარგული კონტაქტები და კავშირები შეიძლება განახლდეს. გარშემო მყოფები უფრო ხშირად შეამჩნევენ და დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ, არ ინერვიულოთ გაუთავებელ საოჯახო საქმეებზე, ყველაფერი მოგვარდება.

შაბათ-კვირიდან დაიწყება საინტერესო და პერსპექტიული პერიოდი, რომელიც ახალი მეგობრების გამოჩენით გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 3.

სასწორი

ამ კვირის მთავარი მოვლენები შეიძლება იყოს ოჯახთან და სახლთან დაკავშირებული საკითხები. გასაკვირი არ იქნება, თუ ბინაში ბევრი რამე ადგილს შეიცვლის. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება კარგია მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. თუ მარტო არ ცხოვრობთ, ჰკითხეთ ახლობლებს აზრი ინტერიერზე, როცა რაღაცის შეცვლას გადაწყვეტთ. შუა კვირაში იგრძნობთ ძალისა და აქტივობის მოზღვავებას და, შესაბამისად, სამსახურში გაუმკლავდებით ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ. სასწორ ბიზნესმენებს წარმატებული მოლაპარაკებები და საინტერესო შეხვედრები ელით.

შაბათს შესაძლოა საინტერესო კრეატიული იდეები გაგიჩნდეთ, ეცადეთ, რომ იდეები იდეებად არ დარჩეს და განხორციელება დაიწყოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

მორიელი

ამ კვირაში ეცადეთ, ყველაფერში პოზიტიური ასპექტები იპოვოთ და ცხოვრება უკეთესი გახდება. სამსახურში შემოქმედებითი და კომფორტული ატმოსფერო გექნებათ. ყველაფერს გააკეთებთ მინიმალური ძალისხმევით და რესურსებით. უარი არ თქვათ რაიმე მოვალეობის შესრულებაზე, ამით რეპუტაციას შეილახავთ. ამ კვირაში შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში ბანკში, გადაიხადოთ გადასახადები, ყველა ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება. მუშაობისას ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობლებს, მათ თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბრწყინვალე იდეები, რომლებიც შაბათ-კვირას გაგიჩნდებათ, უახლოეს მომავალში ძალიან კარგ ნაყოფს მოიტანს.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

მშვილდოსანი

ამ კვირაში აკეთეთ საერთო საქმე, ჩაერთეთ საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ყველა ჩაფიქრებულ საქმეს წარმატებით მოაგვარებთ, თუ სიზარმაცემ არ დაგრიათ ხელი. სამშაბათს გექნებათ შანსი, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, ამიტომ უმჯობესია არ გამოტოვოთ ეს ხელსაყრელი მომენტი. ნუ ჩქარობთ. უფრო პრაქტიკულია ძველი, აპრობირებული მეთოდებით მოქმედება, ეტაპობრივად სასურველი მიზნისკენ სვლა. შუა კვირაში გაფრთხილდით და არავის საქმეში ჩაერიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხულობას ვერ ასცდებით.

ჯობს შაბათ-კვირა საშინაო პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ, ან ქალაქგარეთ იმოგზაუროთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

თხის რქა

ამ კვირაში თუ რაიმე სირთულეებს წააწყდებით, არ ინერვიულოთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და უკეთესობისკენ წავა. გარშემო მყოფები მხარს დაგიჭერენ, მეგობრები დაგეხმარებიან საქმეებში. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით, არ ღირს კამათში აყოლა. პირდაპირობა და მონდომება დაგეხმარებათ სასურველი წარმატების მიღწევაში. შაბათი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

კვირას სახლს გარეთ დროის გატარება ცუდი განწყობის წინააღმდეგ შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება და არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც დროს თქვენთან ერთად გაატარებს.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

ეცადეთ, ამ კვირაში ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ მშვიდად და ემოციებს არ აჰყვეთ. ნუ იდარდებთ სხვა ადამიანების სისუსტეებზე, არ ჩაერთოთ სათავგადასავლო საქმეებში და საეჭვო პროექტებში. გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობა დიდი ხნის პარტნიორებთან და ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში შესამჩნევ ძვრებს გამოიწვევს. თქვენს ტიტანურ შრომას ზემდგომები და კოლეგები დააფასებენ, შეგიყვარებენ და პატივს გცემენ. კარგ ჰონორარს მიიღებთ და მოიფიქრეთ, რის შეძენა უფრო პრიორიტეტულია ოჯახისთვის.

შაბათ-კვირას ეცადეთ, დაივიწყოთ საქმეები და დრო გაატაროთ ძველი მეგობრების გარემოცვაში. რეკომენდებულია აქტიური დასვენება.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

თევზები

ამ კვირაში სავარაუდოა სიტუაცია, როდესაც დიდი ხნის ნანატრი და საბოლოოდ განხორციელებული გეგმები უნდა შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, წინასწარ შეთანხმდეთ, რა პირობებში გააკეთებთ ამ სიკეთეს, განსაკუთრებით თუ ეს შვებულებიდან სამსახურში სასწრაფო დაბრუნებას გულისხმობს. ნუ ეცდებით, ერთდროულად მოაგვაროთ საკუთარი და სხვისი პრობლემები. საჭიროა პრიორიტეტების მინიჭება. შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და მოწესრიგებული, გამოიჩინეთ მოთმინება და გამძლეობა. აჩვენეთ მეტი დამოუკიდებლობა თქვენს საქმეებში და თავისუფლება თქვენს შემოქმედებაში. კარგი დროა თქვენი იდეებისა და მიღწევების დასაცავად.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ემოციური გამოხტომები კონტროლის ქვეშ მოაქციოთ  ბევრ თევზს შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობა დაეძაბოს.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close