მოდა/სილამაზემსოფლიო

რომელი ბრენდის კოსტიუმით პოზირებს მელანია ტრამპი პირველ ოფიციალურ ფოტოზე თეთრი სახლიდან

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პირველი ოფიციალური ფოტო თეთრი სახლიდან გამოქვეყნდა. ფოტო 21 იანვარსაა გადაღებული, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მეორე დღეს.

შავ-თეთრ ფოტოზე აშშ-ის პირველი ლედი მკაცრ და საქმიან სტილშია აღბეჭდილი.

54 წლის მელანია ტრამპი მამაკაცის სმოკინგის სტილის Dolce & Gabbana-ს შავ შარვალ-კოსტიუმსა და თეთრ პერანგში პოზირებს, რომლის ღირებულებაც 4000 დოლარზე მეტია. მის მოსაწყენ კორპორაციულ ლუქს ცოტათი ხასიათს მატებს Ralph Lauren-ის შავი ქამარი-სარტყელი.

ფოტო გადაღებულია ყვითელ ოვალურ დარბაზში, უკანა ფონზე პანორამული ფანჯრიდან ჩანს ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მონუმენტი – მარმარილოთი მოპირკეთებული გრანიტის 169 მეტრის სიმაღლის ობელისკი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკია და ვაშინგტონის ყველაზე მაღალი ნაგებობა. ტრადიციის თანახმად, ვაშინგტონში არცერთი შენობა არ უნდა აჭარბებდეს სიმაღლით ამ ობელისკს, თუმცა რაიმე კონკრეტული კანონი ამის შესახებ არ არსებობს.

პირველი ლედის ოფიციალური ფოტო ბელგიელმა ფოტოგრაფმა ქალმა რეჟინ მაომ (Regine Mahaux) გადაიღო. მან მელანია ტრამპს დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც გადაუღო ფოტო ჯერ თეთრ სახლში, შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის – Paris Match-ისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close