ქართველები უცხოეთშიnews

თურქეთში სასტუმროში მომხდარ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ქალი ემსხვერპლა

თურ­ქე­თის ბო­ლუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ კარტალკაიაში მდებარე სას­ტუმ­როში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ქალიც ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 58 წლის ლაურა სალუაშვილია, მისი ცხედარი 24 იანვარს გადმოასვენეს სამშობლოში, თბილისში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და 26 იანვარს დაკრძალეს. მას ორი შვილი ჰყავს – ქალ-ვაჟი. „ამბები.ჯის“ ცნობით, ლაურა სალუაშვილი თურქეთში წლების განმავლობაში იმყოფებოდა და სამთო-სათხილამურო კურორტზე იმ ოჯახთან ერთად ისვენებდა, სადაც მუშაობდა. სამწუხაროდ, ისინიც დაიღუპნენ – 2 მცირეწლოვანი გოგონა, 6 და 9 წლისები და მათი დედა. ლაურა სალუაშვილი, 6 წლის გოგონა და მისი დედა ბოლით გაიგუდნენ, უფროსი გოგონა კი დაიწვა და მისი ცხედარი მამის დნმ-ით ამოიცნეს .

ფოტო: Facebook

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, კურორტ კარტალკაიაში, 12-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში ცეცხლი 21 იანვარს, ღამის 03:21 საათზე გაჩნდა და ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 36 არასრულწლოვანი იყო. 51 ადამიანი დაშავდა. ტრა­გე­დია სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბი­ს დროს მოხდა, როდე­საც სას­ტუმ­რო­ე­ბი ყვე­ლა­ზე მეტად  არის ხოლმე დატვირთული. ხანძრის გაჩენისას Grand Kartal-ში 238 ადამიანი იმყოფებოდა. დამსვენებელთა ნაწილი ოჯახებით იყო, არასწრულწლოვან ბავშვებთან ერთად. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ბოლით გაიგუდა.

თურქეთში 22 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 20-მდე პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელი ჰალიტ ერგული.

რამდენიმე ხნის წინ გაირკვა ხანძრის გაჩენის მიზეზი. როგორც Azerbaycan 24 წერს Haber7-ზე დაყრდნობით, გამოძიების მასალების თანახმად, საუზმის მომზადების დროს სასტუმროს სამზარეულოში ცეცხლი გაუჩნდა გრილზე დაღვრილ ცხიმს. ხანძრის ჩაქრობისას მზარეულთა არასწორი ქმედებების, მათ შორის, ცეცხლმაქრის ნაცვლად ხანძრის ჩასაქრობად წყლის გამოყენების გამო ცეცხლი კი არ ჩაქრა, უფრო მოედო იქაურობას და ზედა სართულებზეც სწრაფად გავრცელდა. გამოცემა sabah-ი წერს, რომ სამზარეულოს თანამშრომლები დაპანიკდნენ და სწრაფად დატოვეს სასტუმრო, დამსვენებლებს კი ეძინათ და დროულად ვერ გაიგეს საფრთხის შესახებ, რადგან სასტუმროში არც სახანძრო სიგნალიზაცია ამუშავდა.

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close