ეკონომიკაპოლიტიკასაქართველო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა – მთავრობის არაბული ვიზიტის შედეგები

საქართველოს მთავრობის განცხადებით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციაზე მიაღწიეს შეთანხმებას – პროექტი $6-მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს.

ამ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ცნობისათვის, ცათამბჯენის სიმაღლეა 828 მეტრია, შენობა 163-სართულიანია.

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

„განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი. ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ ,თბილისში, მეორე მხრივ, ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

სხვა დეტალები ინვესტიციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ეს ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ გასულ წელს, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ შემცირდა (50%-ით).

აბუ-დაბიში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ 5 ქართული სატელევიზიო არხის წარმომადგენლები: „იმედის“, „პოსტივის“, „რუსთავი 2-ის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის ტელევიზიის.

პროექტს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ორი მსხვილი კომპანია, Emaar Properties და Eagle Hills განახორციელებს.

Emaar-ის მფლობელი დუბაის მმართველი და საამიროების სახელმწიფო ფონდია. ამ კომპანიას უკავშირდება თანამედროვე დუბაის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი „ბურჯ ხალიფა“ და ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „დუბაი მოლი“, რომელსაც ყოველწლიურად 110 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

Emaar-ის დამაარსებელი საამიროელი ბიზნესმენი მუჰამედ ალი ალაბარია. ის დგას Eagle Hills-ის უკანაც.

„ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა მუჰამედ ალი ალაბარიმ ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close