ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6 – 12 იანვარი

კვირა იქნება ხალისიანი, სავსე სასიამოვნო შეხვედრებითა და ნათელი შთაბეჭდილებებით. ეს პერიოდი ხელსაყრელია იმ საქმეების დასაწყებად, რომლებიც თქვენთვის რთული და მოსაწყენი ჩანდა. არ დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა სასურველი შედეგის მისაღწევად.

კვირის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ მეგობრობასა და ოჯახურ კავშირებს. გულწრფელი საუბრები, ერთობლივი მოგზაურობები ხელს შეუწყობს ურთიერთობების განმტკიცებას. მთელი კვირის განმავლობაში ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ექნება შესაძლებლობა, შეცვალოს რაღაც ცხოვრებაში და გამოასწოროს წარსულის მრავალი შეცდომა.

ვერძი

ამ კვირაში ირგვლივ მყოფების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ძალისხმევაზე. თქვენ უნდა უარყოთ ყველაფერი უმნიშვნელო და ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. კვირის შუა რიცხვები ხელსაყრელია მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. პარასკევს და შაბათს ბიზნესში სავარაუდოა დაგვიანებები, კამათი და გაღიზიანება.

შაბათ-კვირას ინტუიცია და დიპლომატია საშუალებას მოგცემთ, მოაგვაროთ დიდი ხნის პირადი კონფლიქტები. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – ითამაშეთ ერთად, წადით კინოში.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

კურო

კუროს შესანიშნავი შემოქმედებითი კვირა ექნება. ხელსაყრელია ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული – მუზეუმების მონახულება, გამოფენები, თეატრი. ეს მოიტანს საინტერესო ნაცნობობას და წარმატებებს არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ ბიზნესშიც. კვირის პირველი ნახევარი კარგია ქალაქგარეთ გასვლისთვის. ხუთშაბათს შეეცადეთ, ჩაერთოთ სამუშაო რიტმში, რაც საახალწლო დასვენების შემდეგ ადვილი ნამდვილად არ იქნება.

შაბათ-კვირას შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი საყვარელი დიეტა, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში და საახალწლო ჭამა-სმის შემდეგ ნამდვილად გჭირდებათ. ასევე, მეტი იარეთ ფეხით, სწრაფი ნაბიჯით.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

ტყუპი

ტყუპებმა ამ კვირაში არ უნდა დაკარგონ კავშირი რეალობასთან. ფრთხილად იყავით და მაქსიმალური კონცენტრაციით იმოქმედეთ! საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი ქმედებები. კვირის პირველ დღეებში არ ჩაერთოთ ოჯახურ კამათში; ოთხშაბათიდან შეცვალეთ თქვენი დიეტა და დაუბრუნდით სრულფასოვან ვარჯიშს. პარასკევს აკონტროლეთ ხარჯები და სპონტანურად ნურაფერს იყიდით, თორემ ისე შემოგეხარჯებათ ფული, რომ ვერც გაიგებთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ მოგზაურობა, თუნდაც მოკლე მანძილზე. უმჯობესია ეს დღეები სახლში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

კირჩხიბი

არდადეგების მიუხედავად ამ კვირის განმავლობაში აქტიურად იქნებით ჩართული სამუშაოებში. რაღაც მომენტში სურვილიც კი გაგიჩნდებათ, რომ მიატოვოთ ყველაფერი და საერთოდ შეცვალოთ სამუშაო ადგილი ან თუნდაც საქმიანობის სფერო. ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებზე, ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაშინ ბედი გაგიღიმებთ და მთელი კვირის განმავლობაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. პარასკევი ხელსაყრელი დღეა ბიზნესპარტნიორებთან ერთობლივი გეგმების განსახორციელებლად.

შაბათ-კვირას დაუბრუნდით ცხოვრების ჯანსაღ წესს, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასიკეთო დღეები: 6, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

ლომი

ამ კვირაში ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები საზოგადოებრივ ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ, მაგრამ, ამავე დროს, არ დაივიწყოთ თქვენი პირადი მიზნები და ოცნებები. ორშაბათი გამოიყენეთ თქვენი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გასაძლიერებლად. ხუთშაბათს უპრეცედენტო გულუხვობის სურვილი გექნებათ, ვარსკვლავების რჩევით, უმჯობესია, თავი შეიკავოთ ამ იმპულსისგან, ახლა ჟესტების დრო არ არის, ამის ფუფუნებას თქვენი ბიუჯეტი არ გაძლევთ.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოკლე მოგზაურობისთვის, უმჯობესია ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

ქალწული

ამ კვირაში ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი, შეეცადეთ, არ გაჩერდეთ. ახლა დროა იზრუნოთ თქვენს უახლოეს მომავალზე. შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს პროფესიულ სფეროში. ყველაზე დატვირთული დღეებია სამშაბათი და ხუთშაბათი. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გეგმებზე და არცერთი ნაბიჯით არ გადაუხვიოთ მათ. გამოიჩინეთ მაქსიმალური აქტიურობა და გამძლეობა თქვენი მიზნის მისაღწევად.

შაბათ-კვირა პირად ცხოვრებას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

სასწორი

ამ კვირაში ნუ ინერვიულებთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი აქტივობა და პროექტი შესაძლოა შეჩერდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. და თუ სიტუაციის მართვას შეძლებთ, მაშინ იცოდეთ, რომ ამ რამდენიმე დღეში მთების გადაადგილებას შეძლებთ. იფიქრეთ გულდინჯად, დაკვირვებით და ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი მისწრაფებები ნათელ და მისაღწევ მიზნებად გადაიქცევა. სამშაბათს შესაძლოა პირადმა უსიამოვნებებმა ძალიან გაგაბრაზოთ. შეეცადეთ, გააკონტროლოთ თქვენი ემოციები, ვერბალურად არ გამოხატოთ ყველაფერი, რასაც თქვენს ახლობლებზე ფიქრობთ. ცოტა ხანს მოიცადეთ, სიბრაზე გადაგივლით და უფრო სწორი კომუნიკაციის გზას გამოხატავთ ისე, რომ სათქმელი მაინც თქვათ.

შაბათ-კვირას დროს ნუ დაიშურებთ შემოქმედებითობისთვის, ეს დაგეხმარებათ აქტიურობაში.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

მორიელი

ამ კვირის პირველ ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაზე, ახალი პროექტების დაწყებასა და საქმიანი კონტაქტების დამყარებაზე. მერე რა, თუ არდადეგები კვლავ გრძელდება?! გამოდით სადღესასწაულო განწყობიდან და ჩაერთეთ სამუშაო რიტმში – შესაძლოა ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად და საიმედოდ. ხუთშაბათს თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი გავლენიანი ადამიანების, სპონსორებისა და ხელმძღვანელობის ძლიერ მხარდაჭერას პოვებს.

შაბათ-კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

მშვილდოსანი

დაიწყეთ საკუთარი თავის აქტიური შეცვლა და მოძებნეთ ახალი გზები პირადი ცხოვრების მოსაწყობად. სამშაბათი შესანიშნავი დღეა შეხვედრებისა და მეგობრული წვეულებებისთვის, არ დაგავიწყდეთ, დაურეკოთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებსა და ნაცნობებს, ყველას, ვისი ნახვაც გსურთ. მთავარია, არ გარისკოთ და არ ჩაერთოთ აზარტულ თამაშებში! აწონ-დაწონეთ ყველაფერი, კარგად დაფიქრდით და ფრთხილად იმოქმედეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ტექნოლოგიასთან.

შაბათ-კვირა დაუთმეთ წესრიგის დამყარებას – თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, დოკუმენტებში, თქვენს ფიქრებსა და გონებაშიც.

სასიკეთო დღეები: 6, 12.

არასასიკეთო დღე:11.

თხის რქა

ორშაბათს სავარაუდოა საინტერესო ღონისძიებაზე მოხვედრა, რომელიც გააფართოებს თქვენს სოციალურ წრეს და ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ მომავალში. სამშაბათს და ოთხშაბათს ნუ აიღებთ ახალ სამუშაო ვალდებულებებს და ნუ გააკეთებთ თავდაჯერებულ განცხადებებს. პარასკევს მოერიდეთ შურიან მეგობრებთან ურთიერთობას. არ დაიჯეროთ ჭორები და ნუ შექმნით ეჭვიანობის სცენებს – შესაძლოა ვინმე შეგნებულად ცდილობს თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ურთიერთობის დაძაბვას.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის და არ აქვს მნიშვნელობა, სად მიდიხართ ან მიფრინავთ – რაც მთავარია, არ დაივიწყოთ სუფთა ჰაერზე გასეირნება.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

მერწყული

მერწყულებს ამ კვირაში უფრო ნათელი და მნიშვნელოვანი მოვლენები ექნებათ პირად ცხოვრებაში, ვიდრე სამსახურში ან სოციალურ სფეროში. თავისუფლად წადით პაემანზე და მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეეცადეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა ინტრიგებში, არ იჭორაოთ და არ განსაჯოთ. სამსახურში არ დაუშვათ, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის დაგაკისრონ ანაზღაურების გაზრდის გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. კარგი განწყობა დიდხანს გაგყვებათ.

შაბათ-კვირას ძალიან ფრთხილად იყავით ცეცხლთან და ელექტროენერგიასთან.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

თევზები

ვარსკვლავების რჩევით, მნიშვნელოვანია ამ კვირაში თევზებმა შეწყვიტონ ყველა წვრილმანზე ფიქრი. ახლა თევზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ჰარმონიისა და სიმშვიდის პოვნა. დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას. სამშაბათს და ოთხშაბათს იყავით უფრო ყურადღებიანი თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ, მეტი დრო გაატარეთ მათთან. ხუთშაბათი კარგი დღეა საბუთების მოსაწესრიგებლად და ადვოკატთან კონსულტაციისთვის.

კვირის მეორე ნახევარში ხელსაყრელია სამეცნიერო სამუშაოებით დაკავება, მოლაპარაკებების წარმოება და მივლინებაში წასვლა. არსებობს წარმატების შანსი კარიერაში და პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close