კრეტელებმა სტამბოლში, აია სოფიას სიახლოვეს ბერძნული ცეკვა შეასრულეს (ვიდეო)
6 კრეტელი ახალგაზრდა რეთიმნოდან და ხანიიდან სტამბოლში ჩავიდ, მათ აია სოფიას წინ ბერძნული ტრადიციული ცეკვა – სირტოსი (συρτός) შეასრულეს.
ბერძნული ტრადიციული სირტოსი იცეკვეს ცნობილმა ლირიკოსმა რეთიმნოდან იანის იანაკაკისმა, აგრეთვე, კრეტელებმა – გიორგოს ქსენაკისმა, მიხაილ ლიმაკისმა, ნიკოს ლაგუდაკისმა, სტელიოს გასპარაკისმა. ვიდეო იანის გეორგალისმა გადაიღო. სოციალურ ქსელში განთავსებულმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და რამდენიმე საათში ვირუსული გახდა.
ცნობისათვის: სირტოსი და მისი მონათესავე კალამატიანოსი (Συρτός Καλαματιανός) ყველაზე პოპულარული ტრადიციული ცეკვებია საბერძნეთში და კვიპროსში, ასევე, ბერძნულ დიასპორაშიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მათ ასრულებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრაზე, ქორწილებში და რელიგიურ დღესასწაულებზე.
სირტოსი უძველესი ცეკვაა, ის ლუკიანეს (ჩვ. წ. 125–190 წწ.) აქვს აღწერილი.
კომენტარები