მსოფლიოnews

თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლმაც 4 ადამიანი მოიყოლა

თურქული მედიის ცნობით, ართვინის პროვინციაში, ქალაქ არჰავთან, საქართველოს საზღვართან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რიზე-ართვინის ავტომაგისტრალი ორმხრივად ჩაიკეტა. მეწყერს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. 

მეწყერში ჩამარხული მანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს. ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს.

მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. ისინი ბათუმში მოდიოდნენ.

ფერდობიდან ჩამოშლილი მიწა და კლდის მასა საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით ჩამოწვა.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზა, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა, საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ევროპა-აზიას აკავშირებს. სტიქიის გამო სატვირთოების გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close