მსოფლიოპოლიტიკა

ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანტერი შეიწყალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველ დეკემბერს თავისი შვილი შეიწყალა. ჰანტერ ბაიდენს, რომელსაც სასამართლომ ბრალი ორ ფედერალურ საქმეზე წაუყენა, დეკემბერში განაჩენის სისრულეში მოყვანა ემუქრებოდა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელსაც ვადა ორ თვეზე ნაკლებ დროში, 20 იანვარს ეწურება, ადრე პირობა დადო, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იყო პასუხი შერჩევით და უსამართლო დევნაზე.

„ბრალდებები მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კონგრესში ჩემზე თავდასხმა წამოიწყო რამდენიმე ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, რომლებიც [პრეზიდენტად] ჩემს არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ“, – თქვა ბაიდენმა.

განცხადებაში პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „ამერიკელები გაიგებენ, თუ როგორ მივიდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე“.

„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მარტივ პრინციპს მივყვებოდი: ამერიკელ ხალხს, უბრალოდ, სიმართლე უთხარი. ისინი სამართლიანად მოგეპყრობიან. აი, სიმართლე: მე მჯერა მართლმსაჯულების სისტემისა, მაგრამ ასევე მჯერა იმისა, რომ როცა მას შევეჭიდე, პროცესი უხეში პოლიტიკით დაინფიცირდა და ამან მართლმსაჯულებაში შეცდომა გამოიწვია“, – თქვა ბაიდენმა.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენის ნაბიჯი გააკრიტიკა და ის „მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებად“ შეაფასა.

თუმცა ტრამპმაც შეიწყალა საკუთარი ოჯახის წევრი თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოსკენ – ქალიშვილის ქმრის, ჯარედ კუშნერის მამა – ჩარლზ კუშნერი. ტრამპის მიერ შეწყალებულთა შორის ასევე იყვნენ მისი ყოფილი თანამებრძოლები: მაიკლ ფლინი – ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; პოლ მანაფორტი – საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი მენეჯერი; სტივ ბენონი – კამპანიის ყოფილი სტრატეგი და ჯორჯ პაპადოპულუსი – კამპანიის მენეჯერის ყოფილი მოადგილე.

ჰანტერ ბაიდენის ბრალდებები

გააგრძელე კითხვა აქ: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close