ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებიხელოვნება

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბანანი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა (ვიდეო)

მაურისიო კატელანის შემოქმედება – კედელზე მიწებებული ბანანი 2019 წელს 120 000 დოლარად გაიყიდა, 2024 წელს კი მისი ფასი მკვეთრად გაიზარდა – ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ახლახან ბანანში 6.24 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

იტალიელი მაურიციო კატელანის პროვოკაციული ნამუშევარი ჩინური წარმოშობის კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენმა, ჯასტინ სანიამ შეიძინა, რომლის თქმითაც კომპოზიცია „არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, ის წარმოადგენს კულტურულ ფენომენს, რომელიც ხელოვნების, მიმებისა და კრიპტოვალუტის სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებს“.

„სოტბის“ აუქციონზე გამოტანილი ლოტის შეძენა კიდევ 6 პრეტენდენტს სურდა, მისი საორიენტაციო საწყისი ფასი 1-1.5 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპოზიცია ცოცხალ ხილს შეიცავს, ყოველი გამოფენისას ახალ ბანანს იყენებენ. კომპოზიციაში პირველად გამოყენებული ბანანი კი ქართული წარმოშობის ამერიკელმა ხელოვანმა დეივიდ დათუნამ შეჭამა.

120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close