ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი გაძარცვეს
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი გაძარცვეს: უინძორის სასახლის ტერიტორიიდან პიკაპი და კვადროციკლი მოიპარეს. ამის შესახებ The Sun იუწყება.
ცნობილი ხდება, რომ ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა შეაღწია შოუს ფერმაში, რომელიც ციხე- მდებარეობს და ორი ავტომობილი მოიპარა. ამის შემდეგ მათ მოახერხეს დანაშაულის ადგილიდან მიმალვა. შემთხვევა 17 ნოემბერს მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მათ, სავარაუდოდ, წინასწარ იცოდნენ, თუ სად ინახება მანქანები და სასახლის ტერიტორიას თავდასხმამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ“.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ინციდენტის დროს უელსის პრინცი და პრინცესა შვილებთან – 11 წლის ჯორჯთან, 9 წლის შარლოტასა და 6 წლის ლუისთან ერთად უინძორის სასახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე ადელაიდას კოტეჯში იმყოფებოდნენ და ეძინათ.
„მართალია, მათ არანაირი საფრთხე არ შექმნიათ, მაგრამ მაინც ძალზე საგანგაშო ფაქტია, რომ მძარცველებმა ტერიტორიაზე ასე ღრმად შეღწევა შეძლეს, განსაკუთრებით უილიამისთვის, რომელიც თავისი მეუღლის ნებისმიერი სტრესის და შფოთვის გამო წუხდება, აგრეთვე, საკუთარი მამის გამოც“, – უთხრა „ფოქს ნიუსის“ ციფრულ გამოცემას სამეფო ექსპერტმა ნილ შონმა
უინძორის სასახლის ტერიტორიაზე ადრეც შეჭრილან. 2021 წლის შობის დღეს არბალეტით შეიარაღებული 23 წლის ჯასვანტ სინგ ჩაილი მის ტერიტორიაზე შეიპარა დედოფლის მოკვლის განზრახვით. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფო ღალატისთვის.
42 წლის ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი, უელსის პრინცი და პრინცესა, თავიანთი სამეფო მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ, ამავდროულად, დიდ ყურადღებას უთმობენ სამი შვილის აღზრდას. 2022 წლიდან ოჯახი ადელაიდას კოტეჯში ცხოვრობს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ბალანსი საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას შორის. ბოლო დროს წყვილი ყურადღებას ამახვილებს ფილანთროპულ ინიციატივებზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გარემოს მხარდაჭერაზე. ქეით მიდლტონი ბოლო ერთი წელია, კიბოს ებრძოდა. მან სექტემბერში განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.
თამარ ოთიაშვილი
დაკავშირებულ თემაზე: გაირკვა ქეით მიდლტონის „გაუჩინარების“ მიზეზი – უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის (ვიდეო)
უელსის პრინცესა პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ (ვიდეო)
უელსის პრინცესა პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ (ვიდეო)
კემბრიჯის ჰერცოგინია და ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 40 წლის გახდა – ახალი ფოტოები საიუბილეოდ
კომენტარები