მსოფლიოსაზოგადოება

გაირკვა ქეით მიდლტონის „გაუჩინარების“ მიზეზი – უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის (ვიდეო)

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. თავად პრინცესა ამბობს, რომ  დიაგნოზის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს და დღითიდღე ძალას იკრებს.

შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია. მის „გაუჩინარებას“ უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მე­დია იმა­საც წერ­და, რომ ქე­ითს უი­ლი­ამ­მა უღა­ლა­ტა და როცა
ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. სინამდვილეში კი მისი „გაუჩინარების“ მიზეზი ავადმყოფობა ყოფილა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მისივე თქმით, როდესაც დიაგნოზის შესახებ შეიტყო, მისთვის ეს „უზარმაზარი შოკი“ იყო.

ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მაშინ სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების არსებობა მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან გახდა ცნობილი.

„ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გავიარო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – ამბობს ვიდეომიმართვაში უელსის პრინცესა.

ქეით მიდლტონმა თავისი ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მის ოჯახს გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა სჭირდება, სანამ იგი მკურნალობას დაასრულებს.

„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა, ისევე როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ჩვენთვის ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.

„ბიბისის“ ცნობით, პრინცესა ქეითი და პრინცი უილიამი აღდგომის კვირას სამეფო ოჯახთან ერთად არ გამოცხადდებიან.

დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close