მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში 14 ნოემბრიდან მასშტაბური გაფიცვები იგეგმება – ვინ და რას აპროტესტებს

საფრანგეთში ფერმერები, პილოტები და რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომდევნო კვირის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური გაფიცვა გაიმართება.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან პილოტების გაფიცვით დაიწყება. პილოტთა ეროვნულმა კავშირმა თავის წევრებს მოუწოდა, ეროვნული ასამბლეის (Assemblée nationale – საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა) შენობასთან შეიკრიბონ დეპუტატების მიერ საჰაერო ტრანსპორტის გადასახადის გაზრდისთვის ხმის მიცემის შემდეგ.

მეორე დღეს, 15 ნოემბერს ფერმერები გეგმავენ მასშტაბურ აქციებს. ისინი ევროკავშირსა და მერკოსურის ბლოკის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლო შედეგების გაპროტესტებას გეგმავენ. ფერმერები ამბობენ, რომ  ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს.

21 ნოემბერს საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ის თანამშრომლები გაიფიცებიან. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვაა – „ულტიმატუმის“ დღე, როგორც პრეამბულა 11 დეკემბრიდან დაგეგმილი უვადო გაფიცვის წინ. ისინი Fret SNCF-ის დემონტაჟზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ და რეგიონული სარკინიგზო ხაზების კონკურენციის გახსნის წინააღმდეგ გამოდიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close