ისტორიაიტალია

პომპეიში განმარხებულ ადამიანთა დნმ-ის კვლევა თავდაყირა აყენებს ბევრ წარმოდგენას უძველესი ქალაქის შესახებ

ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქ პომპეის განადგურება ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი კატასტროფაა კაცობრიობის ისტორიაში. წვიმასავით წამოსულმა ფერფლმა და პემზამ მომაკვდავ ადამიანთა კვალი საუკეთესოდ შემოინახა. ისინი დროში გაიყინნენ იქვე, სადაც დაეცნენ და ეს ფაქტი ამ ხალხის ვინაობისა და ურთიერთობების დადგენის საშუალებას გვაძლევს.

თუმცა ჩვენ, ადამიანები, არასრულყოფილნი ვართ. ვიმყოფებით სამყაროში, რომელიც სავსეა მოლოდინებითა და მიკერძოებებით, რაც ჩვენს დაკვირვებებს ბინდავს, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ობიექტურობის დაცვა. პომპეიში დაღუპულ ადამიანთა დნმ-ის ახალი ანალიზები ცხადყოფს, რომ მცდარი იყო ჩვენი შეხედულებები მათ შესახებ. ეს აღმოჩენა წარმოდგენას გვიქმნის პომპეის ხმაურიანი ცხოვრების შესახებ, ვიდრე მას ვულკანი სამუდამოდ ჩააქრობდა.

„ჩვენ მიერ მიღებული სამეცნიერო მონაცემები ყოველთვის არ შეესაბამება ზოგად ვარაუდებს. მაგალითად, ერთი გამორჩეული აღმოჩენაა ადამიანი, რომელსაც ოქროს სამაჯური უკეთია და თან ბავშვი უჭირავს; ტრადიციულად, მიიჩნეოდა, რომ ისინი დედა-შვილი იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი კაცი და ბავშვი იყვნენ და ერთმანეთთან არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონიათ. ასევე, ორი ინდივიდიდან, რომლებიც დებად ან დედად და ქალიშვილად მიიჩნეოდნენ, ერთი მამაკაცი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ ვარაუდებს გენდერისა და ოჯახის შესახებ“, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი დევიდ რაიხი.

ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ პომპეიში ჩაღვრილმა ვულკანურმა მასალებმა განმარხება გამოიწვია, ამ მასალებმა მკვდარი და მომაკვდავი ადამიანები ადგილზე გააქვავა. დროთა განმავლობაში, როცა სხეულები გაიხრწნა, ვულკანურ ფერფლში მათ ადგილას ანაბეჭდიანი სიღრუეები დარჩა.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/pompeishi

ამავე თემაზე: ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

პომპეის მაცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა

პომპეიში ტროას ომის სურათებით შემკული დარბაზი აღმოაჩინეს (ფოტო, ვიდეო)

პომპეიში ტროას ომის სურათებით შემკული დარბაზი აღმოაჩინეს (ფოტო, ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close