ვიდეოსპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ 100-ქულიან ჩელენჯერის ტურნირში გაიმარჯვა.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ტარო დანიელს შეხვდა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ბასილაშვილმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და 2:5-ს აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ თამაში შემოატრიალა და გამარჯვების მოპოვება შეძლო. მან მეტოქე ორ სეტში დაამარცხა – 7:5, 6:4.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კი ბასილაშვილი ავტომატურად გახდა გამარჯვებული, რადგან მისმა მოწინააღმდეგემ, ფრანგმა ჩოგბურთელმა ესკოფიერმა ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა საპრიზო თანხა – 18 230 აშშ დოლარი გამოიმუშავა (ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 133 250 იყო), აგრეთვე, 100 სარეიტინგო ქულა მიიღო და ATP-ს რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ცნობისათვის, საქართველოს პირველ ჩოგანს, 32 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი ეკავა და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

ეს ტურნირი კი მეექვსე ჩელენჯერია, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის განმავლობაში მოიგო და 2016 წლიდან კი – პირველად.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close