26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საბერძნეთში – ვის მისცა ხმა ქართულმა დიასპორამ?
შაბათს, 26 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართულმა დიასპორამ. საბერძნეთის ქართულმა თემმა, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია ევროპაში, ანალოგიურად გამოხატა თავისი ნება.
საბერძნეთში არჩევნები ათენსა და თესალონიკში ჩატარდა, სადაც ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობებში განთავსდა საარჩევნო უბნები: 4 – ათენში, 3 – თესალონიკში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საბერძნეთში არჩევნებში სულ 4151-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გაბათილდა 104 ბიულეტენი და დარჩენილი 4047 ხმა შემდეგნაირად განაწილდა:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 1404 ხმა (34,7%)
- „ქართული ოცნება“ – 907 ხმა (22,4%)
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 871 ხმა (21,5%)
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 270 ხმა (6,7%)
- „გახარია საქართველოსთვის“ – 176 ხმა (4,3%)
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 165 ხმა (4,1%)
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 130 ხმა (3,2%)
დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე განაწილდა. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერის გარეშე არცერთი პარტია დარჩენილა. მაგალითად, „ჩვენ“ და „მემარცხენე ალიანსმა“ ორ-ორი ხმა მიიღეს, ხოლო „ტრიბუნამ“ – ერთი.
გარკვეული განსხვავება იყო ქალაქების მიხედვით.
ათენში არჩევნებში სულ 3024-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გაბათილდა 82 ბიულეტენი, დარჩენილი 2942 ხმა შემდეგნაირად განაწილდა:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 1040 ხმა (35,35%)
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 681 ხმა (23,1%)
- „ქართული ოცნება“ – 587 ხმა (19,95%)
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 139 ხმა (6,5%)
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 131 ხმა (4,45%)
- „გახარია საქართველოსთვის“ – 128 ხმა (4,35%)
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 104 ხმა (3,5%)
დანარჩენი პარტიები – 2,8%
თესალონიკში საარჩევნო უბნებზე 1127 ჩვენი თანამემამულე გამოცხადდა, გაბათილდა 22 ბიულეტენი, დარჩენილი 1105 ხმიდან უმეტესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნება“. საბოოლოდ პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 364 ხმა (33%)
- „ქართული ოცნება“ – 320 ხმა (28,95%)
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 190 ხმა (17,2%)
- „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 78 ხმა (7%)
- „გახარია საქართველოსთვის“ – 48 ხმა (4,3%)
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 34 ხმა (3,1%)
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 26 ხმა (2,35%)
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილი იყო 67 საარჩევნო უბანი, არჩევნებში მონაწილეობა შეეძლო 65 000-ზე მეტ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, რეალურად კი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავისი ხმა დააფიქსირა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს 35 ათასამდე მოქალაქემ.
გიორგი ჯანელიძე
წყარო: ცესკო
კომენტარები