დათვლილია უბნების 71%-მდე, როგორია პარტიების წინასწარი შედეგები ამ დროისათვის
26 ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. ცესკოს მონაცემებით, რომელიც განახლებად რეჟიმში ქვეყნდება, ამ დროისთვის (22:00 სთ) 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2206 საარჩევნო უბნის შედეგები (70,9%). ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ.
კერძოდ, ცესკოს თანახმად, პროცენტულად ხმები ამ დროისთვის ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ – 52,99 პროცენტი;
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11,2 პროცენტი;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,83 პროცენტი;
ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,02 პროცენტი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 8,23 პროცენტი.
ანუ ოპოზიციას სულ აქვს ხმების 38.29%.
ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა – არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 060 412-მა ამომრჩეველმა, თუმცა ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან მაღალმთიანი რეგიონების ხუთი უბნიდან მონაცემების მიღება დაგვიანდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 56,11% იყო, 2012-ში – 60,08%.
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს გამარჯვება უკვე მიულოცა.
თავის მხრივ, ეგზიტპოლის შედეგებით გამარჯვებას ულოცავდნენ საკუთარ ამომრჩეველს ოპოზიციის ლიდერები.
რაც შეეხება ეგზიტპოლებს, იმის მიხედვით, ვისი დაკვეთით ჩატარდა კვლევა, შედეგები რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით შედეგები ასეთია:
- „ქართული ოცნება“ – 56,1%;
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 11,6%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის” – 12,6%;
- “ძლიერი საქართველო” – 7%;
- “გახარია საქართველოსთვის” – 4,8%;
- “გირჩი” – 3%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 2,2%;
- სხვა – 2,7%.
ცდომილების ზღვარი – 2,5%.
„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა HarrisX-მა, რომლის მიხედვითაც:
- “ქართული ოცნება” – 42%;
- “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 13%;
- “კოალიცია ცვლილებისთვის” – 18%;
- “ძლიერი საქართველო” – 9%;
- “გახარია საქართველოსთვის” – 8%.
„ფორმულის“ დაკვეთით კი კვლევა ჩაატარა „ედისონ რისერჩმა“, რომლის ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
- “ქართული ოცნება” – 40,9%;
- “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 16,7%;
- “კოალიცია ცვლილებისთვის” – 16,7%;
- “ძლიერი საქართველო” – 10,3%
- “გახარია საქართველოსთვის” – 8,2%;
- “გირჩი” – 2,3%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 2%;
- “ლეიბორისტული პარტია” – 2%;
- სხვა – 0,9%.
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას კვირას, 27 ოქტომბერს, დილით გემავს.
კომენტარები