ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 სექტემბერი – 6 ოქტომბერი

ოქტომბრის პირველი კვირა, ზოგადად, მშვიდი და საქმიანი იქნება. თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ აქტიურად, ამავე დროს, ფრთხილად და თანმიმდევრულად, რაც დამსახურებული წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტები. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს, არ იკამათოთ და, როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, საქმიანი შეხვედრები თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება. პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდე გელით.

ვერძი

კვირის პირველ ნახევარში მოთმინება და დიპლომატია დაგეხმარებათ პოზიციის შენარჩუნებაში როგორც სახლში, ისე სამსახურში. სამშაბათს მეგობრულ ურთიერთობებში შეიძლება გაურკვეველი ვითარება შეიქმნას, მაგრამ ყველაფერი ადვილად მოგვარდება. საქმიანი შეხვედრები თქვენთვის ხელსაყრელად დასრულდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასასურველი ვიზიტების თავიდან აცილებას შეძლებთ. შაბათ-კვირას სასურველია თავი აარიდოთ ხმაურიან წვეულებებს, რადგან მათ მხოლოდ დაღლილობა მოაქვთ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 6.

კურო

ამ კვირის დასაწყისში და ბოლოს შეიძლება გქონდეთ სტრესული სამუშაო სიტუაციები, ამიტომ გონივრული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ოთხშაბათს  შესაძლებლობა გექნებათ მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც გაღიზიანებთ, მაგრამ საჭიროა კონცენტრირება და დაბრკოლებების გამუდმებით გადალახვა. ხუთშაბათს უნდა დაიწყოთ მეორე სამუშაოს ძებნა, რადგან დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ. ეცადეთ, არ გამოტოვოთ მომგებიანი შეთავაზებები, ისინი შეიძლება გახდეს თქვენი მომავალი კარიერის საფუძველი. სასიყვარულო ფრონტზე მხოლოდ სტაბილურობა გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 3. 

ტყუპი

კარგი კვირა იქნება თქვენთვის როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ასპარეზზე. სწრაფად მოაგვარებთ დაგროვილ პრობლემებს, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით, განსაზღვრეთ პრიორიტეტული საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანით დაიწყეთ. შესაფერისი დროა რაიმე ახლის დასაწყებად, ზოგიერთი გრძელვადიანი გეგმის განსახორციელებლად. მეგობრების დახმარება  გააადვილებს სირთულეების დაძლევას. შეეცადეთ, ვალი არ აიღოთ, საერთოდ, ამ კვირაში ყველა სახის ფინანსურ ოპერაციებს მოერიდეთ. პირად ცხოვრებაში რომანტიკული სიტუაცია ფრთებს შეგასხამთ.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

კირჩხიბი

ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ, უმჯობესია უფრო ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას, ის შეძლებს სწორი მიმართულების შემოთავაზებას. ორშაბათს და ოთხშაბათს რეკომენდებულია რუტინულ დავალებებზე ფოკუსირება. ხუთშაბათს შეეცადეთ ხელმძღვანელობას დაანახვოთ თქვენი უნარი, იმუშაოთ სწრაფად და, ამავდროულად, ეფექტიანად. პარასკევს გარემოებები შეიძლება ძალიან წინააღმდეგობრივი იყოს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად – კარგად დაფიქრდით. კვირის ბოლოს ზოგიერთი თქვენგანი სიურპრიზებს უნდა ელოდოს.

სასიკეთო დღეები: 30, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

ლომი

წინ წარმატებული კვირა გელით. საქმიანი შეხვედრები თქვენდა სასიკეთოდ გადაწყდება. თუ ახალი საქმიანი პარტნიორების სარფიან შემოთავაზებებს მზადყოფნით უპასუხებთ, მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. თქვენს ენთუზიაზმსა და შემართებას ირგვლივ მყოფები ადვილად შეამჩნევენ და სათანადოდაც დააფასებენ. კვირის ბოლოს შეეცადეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 30, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

ქალწული

ეს კვირა სავსე იქნება საინტერესო მოვლენებითა და შეხვედრებით. პროფესიულ სფეროში თქვენი მიღწევები ბევრისთვის სამაგალითო აღმოჩნდება და უმალ საერთო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესანიშნავი პერიოდია რთული პროექტებისა და შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად. შეიძლება გქონდეთ მომგებიანი შემოთავაზებები. რაც უფრო ყურადღებით გააანალიზებთ სიტუაციას, მით უკეთესი იქნება შედეგი. ამ კვირაში დაწყებული საქმეები შუა გზაში არაფრით მიატოვოთ, თორემ შემდეგ ძალიან ინანებთ.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

სასწორი

ცხოვრების ბევრ სფეროში ამ კვირაში წარმატებული იქნებით, ბევრის გაკეთებას შეძლებთ და თქვენი საქმიანობის შედეგებსაც თვალსაჩინოდ დაინახავთ. შუა კვირაში შესაძლებელია ახლობლებთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებული უსიამოვნებები. ახლა მთავარია, დროულად გაჩერდეთ და ობიექტურად შეაფასოთ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და სტაბილურად იქნება. კვირა კარგი დღეა ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

მორიელი

ამ კვირაში სამსახურში შეიძლება ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, მაგრამ შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, მშვიდად და მიზანდასახულად იმოქმედეთ და წარმატებას მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მიაღწევთ. მეტიც, საბოლოოდ მოსალოდნელია დაწინაურება შემოგთავაზონ. თქვენი აქტიურობა და, შესაბამისად, შემოსავალი გაიზრდება. შაბათ-კვირა სავსე იქნება განტვირთვისა და სიმშვიდის განცდით.

სასიკეთო დღეები: 30, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ კვირაში მოულოდნელი ამბები სიხარულს და ბედნიერებას შემატებს თქვენს ოჯახს, რაზეც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ. თქვენი აქტიურობა და პოზიტიური დამოკიდებულება დაფასდება სახლშიც და სამსახურშიც, თუმცა არ უნდა მოდუნდეთ, რადგან ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, რათა თქვენი გეგმები რეალობად იქცეს. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება ფინანსებთან ან თქვენთვის მნიშვნელოვან გარიგებასთან დაკავშირებით.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 2.

თხის რქა

სამართლიანობისთვის ბრძოლაში შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონფლიქტები და გაუგებრობები. სამშაბათს ვარსკვლავები გირჩევენ, არ ენდოთ უცნობებს და არ დაიჯეროთ მათი კომპლიმენტები და ისტორიები, რაც არ უნდა რომანტიკული ჩანდეს ისინი. ოთხშაბათს მოუსმინეთ ინტუიციას, ის არ დაგაღალატებთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა საინტერესო სამუშაოებმა მთლიანად მოგიცვათ. ასევე, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა, რაც თქვენ შორის ურთიერთობის გაძლიერებას ემსახურება.

სასიკეთო დღეები: 30, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

მერწყული

ამ კვირაში შეეცადეთ, დააბალანსოთ თქვენი განწყობისა და ემოციური მდგომარეობის სასწორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი ძვირფასი ენერგიის დაკარგვას რისკავთ. იპოვეთ პოზიტიური ასპექტები ნებისმიერ სიტუაციაში, იყავით ბედნიერი იმით, რაც ხდება და რაც გაქვთ. შეეცადეთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდეა.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

თევზები

კვირის დასაწყისში სამსახურში უკმაყოფილება გემუქრებათ. დიდი ალბათობით, თქვენი ხელმძღვანელი გაგაკრიტიკებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეტენზიები გამართლებული იქნება, ამიტომ ამპარტავნება დაივიწყეთ, მოთმინება იქონიეთ და ყურადღებით მოუსმინეთ, რას გეუბნებიან.  ოთხშაბათს, როცა ემოციები ჩაცხრება, შეიძლება შეიტყოთ ინფორმაცია, რომელიც ახალ პერსპექტივებსა და ჰორიზონტს გაგიხსნით. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ და მომავალი აქტივობებისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 30, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close