ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიის ჩემპიონატში ქართველებმა სულ 50 გოლი გაიტანეს – მათი ნახევარი კვარაცხელიას ანგარიშზეა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და „კალიარისთან“ (4:0) გოლი (66-ე წუთზე) და საგოლე გადაცემა (70-ე წუთზე) ჩაიწერა.

ეს იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი 25-ე გოლი აღმოჩნდა. სულ კი იტალიის ჩემპიონატში ქართველებმა 50 გოლი გაიტანეს.

ქართველების გოლები სერია A-ში:

კახა კალაძე – 13 გოლი
2001–2010 „მილანი“ – 12
2010–2012 „ჯენოა“ – 1

ლევან მჭედლიძე – 11 გოლი
2008–2019 „ემპოლი“ – 10
2008–2010 „პალერმო“ – 1

ხვიჩა კვარაცხელია – 25 გოლი
2022– „ნაპოლი“ 25

ლუკა ლოჩოშვილი – 1 გოლი 
2022 – „კრემონეზე“ 1

სულ – 50 გოლი

1tv.ge

p. s. „ნაპოლის“ ამ მოგების შემდეგ  9  ქულა აქვს (3 მოგება, ერთი წაგება) და მე-5 ტურის წინ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

კვარას გოლები და საგოლე გადაცემები – Serie A 2023/24

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close