სექტემბრის მძიმე დღეები – რამდენიმე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი გველოდება
2024 წლის სექტემბერში მოსალოდნელია მზის აქტივობით გამოწვეული რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალი. ამ სფეროს ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია ოთხი ძლიერი, ამდენივე ზომიერი და ორი სუსტი მაგნიტური ქარიშხალი.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
მოსალოდნელი მაგნიტოსფერული აღშფოთებები და ქარიშხალი სექტემბერში
სექტემბერის დასაწყისი შედარებით მშვიდია, მოსალოდნელია სუსტი რყევები.
8 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი: 10-ბალიანი სკალით – 6 ბალი. 10 სექტემბერს კი შესაძლებელია კიდევ უფრო ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი – 7 ბალი.
ზომიერი მაგნიტური შტორმები გველოდება თვის შუა რიცხვებში.15, 16 და 17 სექტემბერს გეომაგნიტური აქტივობა მე-4 დონეზე იქნება.
23 სექტემბერს კი ისევ მოიმატებს მზის აქტივობა – მოსალოდნელია 5 ბალის სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი, შემდეგ დღეს, 24 სექტემბერს მეცნიერები პროგნოზირებენ 6-ბალიან ქარიშხალს, თუმცა ერთი დღის შემდეგ მზის აქტივობა კლებას დაიწყებს: 25 სექტემბერს ზომიერი შტორმი, 4 ბალია მოსალოდნელი.
სექტემბრის ბოლო მშვიდი იქნება. 28 სექტემბერს სუსტი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი – მხოლოდ 3 ბალი.
ექსპერტების განმარტებით: გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, საუკეთესო ინდიკატორი თქვენი სხეულია და გაითვალისწინეთ საერთო რჩევები:
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.
ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, მადის დაკარგვა, შესაძლოა ტემპერატურამაც აუწიოს.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული გახდეს, ყურადღება მოეშალოს, აგრესიული ქცევა ჰქონდეს, საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდეს.
თუ ამ პერიოდში მშობლები და პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
- შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
- გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) საწოლიდან მკვეთრად არ უნდა წამოდგეთ, რადგან შესაძლოა თავბრუ დაგეხვათ და წონასწორობა დაკარგოთ. ამიტომ ჯერ წამოჯექით, ცოტა ხანს მოიცადეთ და შემდეგ ადექით;
- კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
- დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
- არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
- საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
- მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
- ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
- კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ადამიანის ყველაზე იდუმალი ორგანო და „მესამე თვალის“ საიდუმლო
ადამიანის ყველაზე იდუმალი ორგანო და „მესამე თვალის“ საიდუმლო
კომენტარები