რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგიაჯანმრთელობაშეუცნობელი

ადამიანის ყველაზე იდუმალი ორგანო და „მესამე თვალის“ საიდუმლო

ეპიფიზი (ანუ ჯალღუზისებრი ჯირკვალი) ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ორგანოა. ის ჩვენი სხეულის ერთდროულად ორი სისტემის ნაწილია – ნერვულისა და ენდოკრინულის. სულიერი თვალსაზრისით კი, ჯალღუზისებრი ჯირკვალი ჩვენი სულის თვალს, ე. წ. „მესამე თვალს“ წარმოადგენს. ვნახოთ, როგორია მისი ფუნქციები და რატომ არის ეს ჯირკვალი ასე მნიშვნელოვანი?

ეპიფიზ ფუნქციები

ამ ორგანოს შესწავლასა და მისი მნიშვნელობის დადგენას ჯერ კიდევ უძველეს დროში ცდილობდნენ. ძველი ეგვიპტელები, შუმერები, რომაელები და სხვა უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები ჯალღუზისებრ ჯირკვალს სულისა და „მესამე თვალის“ სავანედ მიიჩნევდნენ. მის სულიერ ფუნქციებზე წერდნენ პლატონი, დეკარტე, და ვინჩი და სხვა ცნობილი მეცნიერები. დღემდე შემორჩენილია მრავალი სურათი თუ არქიტექტურული ნაგებობა, რომლებიც ეპიფიზის სიმბოლოს წარმოადგენს. ბუდას გამოსახულებები და ქანდაკებები, ფიჭვის გირჩის ქანდაკება ვატიკანში, რას თვალი – ეს მათი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ანტიკური ხანის სურათები და ქანდაკებები, რომლებიც ჯალღუზისებრი  ჯირკვლის სიმბოლურ გამოსახულებას ასახავს

ეპიფიზი მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერული ჰორმონის (ნეირონებს შორის ელექტროქიმიური იმპულსების გადამტანი ნივთიერებები) წარმოებაში. ესენია:

* სეროტონინი – „ბედნიერების ჰორმონი“, რომელიც ჩვენს განწყობას არეგულირებს;

* მელატონინი – ღამით გამომუშავდება და, ძირითადად, პასუხისმგებელია ძილისა და სიფხიზლის ფაზების მოწესრიგებაზე.

ეპიფიზში გენერირდება, აგრეთვე, „სულის მოლეკულა“ – დიმეთილტრიპტამინი. ეს ნივთიერება პასუხს აგებს სხეულის შემდეგ მდგომარეობებზე: ტრანსი, თვითჰიპნოზი, „ასტრალური მოგზაურობა“, ცნობიერების შეცვლა. ითვლება, რომ ის „ხიდია“ ფიზიკურ სხეულსა და სულიერ სამყაროს შორის. დადასტურებულია, რომ ამ ნეიროტრანსმიტერის მაქსიმალურ ოდენობას ეპიფიზი დაბადების და გარდაცვალების დროს გამოყოფს.

სულიერი თვალსაზრისით, ეს ორგანო სულის თვალი ანუ „მესამე თვალია“. იგი პასუხისმგებელია ადამიანის უნარზე – დაინახოს და აღიქვას ის, რაც ჩვეულებრივი მხედველობისთვის მიუწვდომელია. ეს არის კავშირი ჩვენს ინტუიციასთან, უმაღლეს „მე“-სთან, სულთან.

განვითარებული „მესამე თვალი“ საშუალებას გაძლევთ, აღიქვათ არამატერიალური სამყარო, განავითაროთ ექსტრასენსორული აღქმა, საკუთარი თავისა და სამყაროს სიღრმისეული წვდომა. გარდა ამისა, ეს არის ეთერული ენერგიის უმძლავრესი სათავე, მაკავშირებელი რგოლი ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს შორის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიფიზის აქტივობისა და ფუნქციონირების შენარჩუნება.

ეპიფიზის ფუნქციის დაქვეითება

ეპიფიზის მაქსიმალური აქტივობა სრულწლოვანების დაწყებამდე ნარჩუნდება. შემდეგ მისი ფუნქციონირება ქვეითდება, ზოგჯერ კი, ასაკთან ერთად, ჯირკვალი სრულად ატროფირდება. ის კვლავ აგრძელებს ჰორმონების გამომუშავებას, მაგრამ მხოლოდ ღამით, დღისით კი მისი სულიერი ფუნქციები „იძინებს“.

რა იწვევს ეპიფიზის ატროფიას:

* ფთორისა და ფთორიდის გამოყენება – ისინი ჩვენს ორგანიზმში ხვდება გარკვეული ტიპის საკვებთან ერთად, გაზიანი სასმელებით, საღეჭი რეზინით, აგრეთვე, კბილის პასტებითა და პირის ღრუს სავლებების საშუალებით;

* რაფინირებული საკვების მიღება, მავნე საკვები დანამატები, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

* ძილისა და სიფხიზლის ნორმალური რიტმების არევა და უგულებელყოფა;

* გადაჭარბებული აგრესია, კონფლიქტებში მონაწილეობა, ძალადობის სცენების ყურება და ა. შ.;

* ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება.

რა ააქტიურებს მესამე თვალის მუშაობას

იმისდა მიუხედავად, რომ ასაკთან ერთად ეპიფიზის ფუნქციონირება სუსტდება, შეიძლება მისი კვლავ „გაღვიძება“. მთავარია, ეს შეგნებულად მოხდეს, იმის გააზრებით, თუ რატომ არის ეს ჯირკვალი თქვენთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ზედაპირული ინტერესიდან გამომდინარე.

უნდა გვესმოდეს, რომ სულის თვალის „გახსნა“ მთლად ზუსტი ტერმინი არაა, არამედ ლაპარაკია მის გააქტიურებაზე, ფუნქციონირების სტიმულირებასა და ენერგიის შევსებაზე. ამისთვის საუკეთესო საშუალებები და მეთოდებია:

1. მზის შუქი. ჯირკვლის მოქმედება პირდაპირ კავშირშია თვალის ბადურასთან. რაც უფრო მეტი შუქს დაინახავს ჩვენი თვალები, უფრო მეტი სეროტონინი იწარმოება. ამასთან ერთად, მელატონინის წარმოებაც აქტიურდება. ამ მხრივ იდეალურია მზის ამოსვლისა და ჩასვლის ცქერა. დაე, ბუნების ამ ულამაზეს და მისტერიულ მოვლენებზე დაკვირვება თქვენს ჩვეულებად იქცეს.

2. სხეულის დეტოქსიკაცია და სპეციალური დიეტა. იოდით, ქლოროფილით (ზღვის მცენარეები, სპირულინა) მდიდარი საკვები, ორეგანოს ზეთი, ვაშლის ძმარი და ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ფთორისა და ფთორიდის გამოდევნას.

3. სიხარული, სიცილი, სიყვარული. რაც უფრო პოზიტიური ემოციები გვაქვს, მით უფრო აქტიურდება ეპიფიზი და ბუნებრივად წარმოქმნის „ბედნიერების ჰორმონებს“.

4. ბინაალ რითმები. ეს გარკვეული სიხშირის მქონე განსაკუთრებული ტიპის ხმებია. მათ ხშირად იყენებენ მედიტაციისთვის. ისინი „მესამე თვალის“ მუშაობას უწყობენ ხელს.

5. მედიტაცია. ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა ჩვენი სულის თვალის გამოსაღვიძებლად. მედიტაციის დროს დიმეთილტრიპტამინი გამომუშავდება.

რაც უფრო მეტი შეგნებით უდგება ადამიანი თავის ცხოვრების თითოეულ მომენტს, მით უფრო მაღალია მისი თვითშემეცნება, მით უფრო პროდუქტიულად მუშაობს ეპიფიზი, განსაკუთრებით კი – მისი მეტაფიზიკური ფუნქციები, ამიტომ ძალიან სასარგებლოა შეიმეცნოთ და გამოიკვლიოთ საკუთარი თავი.

„მესამე თვალის“ გამოფხიზლებას ასევე ხელს შეუწყობს ზედა ენერგეტიკული ცენტრების (ასტრალური, მენტალური, სულიერი) გაწმენდა და გააქტიურება.

ამ ცენტრების ჰარმონიული მუშაობის შედეგად:

* ეხებით დახვეწილ სამყაროს;

* გამოიკვეთება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, ვითარდება საკუთარი მომავლის ხედვა;

* იცით, რომ მუდმივ კავშირში ხართ შემოქმედთან;

* ნათლად ხედავთ სამყაროს მთლიან სურათს და იცით, თუ როგორ უნდა აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობები;

* ენდობით საკუთარ ინტუიციას.

თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

alenakrasnova.biz

ფიჭვის გირჩის ქანდაკება ვატიკანის მუზეუმში, ე. წ. პინიას ეზოში 
ფიჭვის გირჩის ეზო (იტ. Cortile della Pigna) ვატიკანის მუზეუმში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close