საზოგადოებასაქართველო

ეროვნული მოძრაობის წევრის, გურამ გოგბაიძის და მისი ვაჟის CO-თი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ჩიტის ბუდე გახდა

ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი იაგო 21 იანვრის დილას გარდაცვლილები ნახეს მათ საცხოვრებელ ბინაში.

გოგბაიძის ძმისშვილმა გია გოგბაიძემ, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია. იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.

რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.

ერთ-ერთმა კრიმინალისტმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ჩიტის ბუდემ, სავარაუდოდ, ბინაში CO-ს დაგროვება გამოიწვია. გარდაცვლილთა ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც შემოწმების დროს კრიმინალისტებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მილშიც და გამაცხელებელშიც „ნაგავი“ იყო დაგროვებული.

უბედური შემთხვევა მოხდა მშენებელთა ქუჩაზე, ყოფილი „ვენდისპანსერის“ შენობაში, სადაც წლების წინ დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეასახლეს.

მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მასალების მიხედვით

ნოდარ ნათაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახალხო ფრონტის თავმჯდომარე; გოგი სორდია – ეროვნული მოძრაობის აქტივისტი; გურამ გოგბაიძე – რადიკალური პარტიის თავმჯდომარე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close