ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებიხელოვნება

მარსელის და დორსეტის მუზეუმებში – დედიშობილა (ფოტო, ვიდეო)

მარსელის და დორსეტის მუზეუმებში შესვლა სრულიად შიშველ მდგომარეობაშია შესაძლებელი თვეში ერთხელ, ოღონდ ფეხსაცმლით. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარსელის ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ნატურისტული გამოფენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნა და 9 დეკემბრამდე გასტანს. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს სთავაზობს Naturist Paradises-ის ექსპოზიციის ნახვას, რომელიც მოიცავს ნატურისტთა საზოგადოებების კოლექციებში დაცულ ასობით ხელოვნების ნიმუშს – ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებს, ფოტოებს, ფილმებს…

გამოფენის ორგანიზატორებმა ნატურისტების ინტერესი გაითვალისწინეს და აგვისტოდან მათთვის თვეში ერთხელ, საღამოს, გამოფენაზე „ევას კოსტიუმში“ შესვლა გახადეს შესაძლებელი, მხოლოდ ფეხსაცმლით.

„ფეხსაცმელი აუცილებელია, რათა ვიზიტორებს ფეხში ხიჭვი არ შეერჭოთ“, – აცხადებს ბრიტანულ „გარდიანთან“  საფრანგეთის ნატურისტთა ფედერაციის (FFN) ოფიციალური წარმომადგენელი ერიკ სტეფანუ (Eric Stefanut).

არსებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოში გამოფენა 80-მა დედიშობილა ვიზიტორმა მოინახულა.

კითხვაზე, მოეთხოვებათ თუ არა მნახველებს ყოველთვიურ საღამოზე შიშველი ყოფნა, მუზეუმის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „ლოგიკური“ იქნება, თუ ნაწილობრივ მაინც იქნებიან შიშვლები, რადგან თავიდან ფეხებამდე შემოსილი ადამიანის შესვლა სწორედ ამ დროს ცოტა უცნაურად შეიძლება აღიქმებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მარსელის მუზეუმის ინიციატივა ინგლისშიც მოეწონათ  და დორსეტის მუზეუმმა 17 სექტემბერს, საღამოს შიშველი ვიზიტორები მიიპატიჟა. „ბიბისის” ცნობით, ჩვენების ორგანიზატორია „ბრიტანეთის ნატურისტები“. ბილეთის ფასში შედის ერთი ბოკალი ღვინო და გასახდელით და ტანსაცმლის შესანახი კარადით სარგებლობა.

ნინო ხოშტარია

 

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close