ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 აგვისტო – 1-ლი სექტემბერი
ამ კვირაში თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები სრულად გამოვლინდება და გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. შეძლებთ, იპოვოთ არასტანდარტული მიდგომა ძველი პრობლემების გადასაჭრელად, სხვაგვარად შეხედოთ საკითხებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ კვირის დასაწყისში ყურადღებას მიაქცევთ ძველ ჰობის ან შეგიძლიათ რაიმე ახალი სცადოთ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და სხვათა გრძნობებისადმი უფრო მგრძნობიარე იქნებით. კვირის დასაწყისში ყველაფერში დადებით მხარეს დაინახავთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური წარმატებები.
კვირის შუაში კი ბევრი ნიშანი იქნება მიდრეკილი, ღრუბლებში იფრინოს, ყურადღება მოადუნოს და არასწორად შეაფასოს სიტუაცია, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. გჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია და სიფრთხილე, რათა შეცდომები არ დაუშვათ.
ცოტა მოგვიანებით გაიზრდება თქვენი ხიბლი და სხვების კეთილგანწყობის მოპოვების უნარი. შესაძლებელია შეიძინოთ ახალი ნაცნობები და ახალი სიმპათიები გაგიჩნდეთ. ეს ახალი ნაცნობობა შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობის, ხანგრძლივი მეგობრობის ან ნაყოფიერი საქმიანი თანამშრომლობის დასაწყისი გახდეს.
ზოგადად, აგვისტოს ბოლო კვირა საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. ბევრი თქვენგანი ამ კვირაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს კარიერული სიმაღლეების დაპყრობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ვერ შეძლებს დიდი ძალისხმევით მოპოვებული სიმაღლეების შენარჩუნებას.
ამ კვირაში მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი კომუნიკაციის უნარი, ეს დაგეხმარებათ თქვენი ჩანაფიქრისა და გეგმების განხორციელებაში. სამშაბათს წარმატებული იქნება მოგზაურობა და მივლინებები. ოთხშაბათს, როგორც ჩანს, ყველაფერი გამოგივათ ხელიდან, უბრალოდ დროდადრო შეისვენეთ. პარასკევი ძალიან კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის ან ოჯახური საკითხების გადასაწყვეტად. ზოგადად, ეს შვიდდღიანი პერიოდი თქვენთვის საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, გარდა რამდენიმე მცირე სკანდალისა, რომლებიც საოჯახო შესყიდვებთან იქნება დაკავშირებული.
სასიკეთო დღეები: 27, 31.
არასასიკეთო დღე: 29.
კურო
შეეცადეთ გააქტიურდეთ, წარმატება ძალიან ახლოსაა, უბრალოდ უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და ცოტა ხნით დაივიწყოთ სიზარმაცე და პასიურობა. ახლა არ არის საჭირო სამუშაო ადგილის შეცვლა ან ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია მთელი ძალისხმევა მიმართოთ თქვენი საოჯახო საქმეების მოწესრიგებისკენ. ხუთშაბათი შეიძლება იყოს საკმაოდ რთული დღე ამ კვირაში და თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმალური თვითკონტროლი რათა სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ მარტოხელა ხართ, ძალიან საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მალე შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
ტყუპი
როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ეს კვირა საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიულია, ამიტომ უმჯობესია ის დასვენებას დაუთმოთ, სიტუაციის გართულების გარეშე არ შეცვალოთ ჩვეული ცხოვრების წესი. ამ კვირაში თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობა და რომანტიკა. საჭიროების შემთხვევაში საყვარელი ადამიანები ყოველთვის დაგეხმარებიან. კარიერული თვალსაზრისით ყველაფერი კარგად გამოგივათ, თუმცა ფრთხილად იყავით საუბრისას და კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ.
სასიკეთო დღეები: 30. 1.
არასასიკეთო დღე: 29.
თვითგანვითარების სურვილი, რომლის ნიშნითაც ჩაივლის ეს კვირა, სარგებელს მოგიტანთ. საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით და გირჩევნიათ იმოქმედოთ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე. ენდეთ საკუთარ თავს და თქვენს ინსტინქტებს, ისინი ამ კვირაში იმედს არ გაგიცრუებენ და თქვენი ქმედებები სასურველ შედეგამდე მიგვიყვანთ. ერთადერთი, რაც ხელს შეგიშლით მათ მიღწევაში, არის კონცენტრაციის ნაკლებობა. ყველაფერში წესრიგი ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ხელსაყრელი დროა საბინაო პრობლემების გადასაჭრელად.
სასიკეთო დღეები: 29, 31.
არასასიკეთო დღე: 27.
ლომისთვის ეს კვირა პოზიტიური იქნება. პროფესიული თვალსაზრისით მოემზადეთ აქტიური მოქმედებებისთვის, ეს საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ უფრო მაღალ დონეს, დაიწყოთ თანდათანობით იმის შესწავლა, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ოთხშაბათს შინაგანი სიმშვიდე მოაქვს. ხუთშაბათს უნდა მოემზადოთ სიურპრიზებისთვის. კომფორტულად იგრძნობთ თავს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, სიამოვნებით გაიხსენებთ წარსულის სასიამოვნო მომენტებს და იხალისებთ. პროფესიულ სფეროში დროა აჩვენოთ თქვენი საქმიანი თვისებები და შესაძლებლობები.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 30.
ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ტაქტი და შეუპოვრობა ამ კვირაში ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ამ თვისებებს, თავდაჯერებულობასა და გამოცდილებასთან ერთად, ვერ გაუძლებს ვერანაირი სირთულე და დაბრკოლება. მთავარია, უსაფუძვლო ეჭვებს უფლება არ მისცეთ, რომ შეგაწუხონ. ხუთშაბათს შეეცადეთ, არ გადადოთ დოკუმენტების გაფორმება. პარასკევი კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და საჯარო გამოსვლებისთვის. ადვილად შეგიძლიათ შექმნათ პოზიტიური გარემო თქვენ ირგვლივ და გარშემო მყოფებს სითბო და სიხარული აჩუქოთ.
სასიკეთო დღეები: 27, 31.
არასასიკეთო დღე: 28.
ამ კვირაში ვარსკვლავები კარგ ამბებს გპირდებიან, სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში. ისინი აავსებენ თქვენს სახლს სიხარულით და ახალი ცხოვრების სტიმულს მოგცემენ. ოჯახში და სამსახურში თქვენი პოზიტიური განწყობა და ენერგია დადებითად იმოქმედებს გარშემო მყოფებზე და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მიგიწვევენ სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებებზე დასასწრებად. თუმცა, თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ბიუჯეტი, რადგან არსებობს ფულის გაფლანგვის მაღალი რისკი.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 29.
ამ კვირის დასაწყისში ბევრი თქვენგანი იმდენად დატვირთული იქნება საქმიანობითა და დიდი პასუხისმგებლობით, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ემოციურ უსაფრთხოებას. სტრესის თავიდან ასაცილებლად შეადგინეთ პრიორიტეტების სია, რა უნდა გააკეთოთ და როგორი თანმიმდევრობით. როგორც კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ვარსკვლავების გავლენისა და თქვენი ექსპერიმენტული ბუნების წყალობით, შეძლებთ ნებისმიერი დავალების შესრულებას საოცარი ეფექტიანობით და მოულოდნელი გზებით. იყავით მგრძნობიარე და ყურადღებიანი, შესაძლოა, თქვენს ახლობელს დახმარება დასჭირდეს, მაგრამ მოერიდოს, რომ გითხრათ.
სასიკეთო დღეები: 26, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარეზეა – ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია სწავლებასთან, სწავლასთან, სპორტსა და გართობასთან, წარმატებული იქნება. გექნებათ შესაძლებლობა აიმაღლოთ პროფესიული ავტორიტეტი, მაგრამ სანაცვლოდ დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ძლიერ მხარეებს, ნუ მიეცემით თვითკრიტიკას, ახლა საკუთარ დადებით მხარეებს გაუსვით ხაზი. ილაპარაკეთ გადაჭრით და მკაფიოდ, შეეცადეთ, ნათლად გადმოსცეთ თქვენი აზრები. არ ენდოთ ჭორებს, შეამოწმეთ ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია და დარწმუნდით მის სანდოობაში. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება.
სასიკეთო დღეები: 28, 31.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში დიდი წინდახედულობა და თავშეკავება დაგჭირდებათ: მხოლოდ ამ თვისებებს შეუძლია როგორმე შეარბილოს თქვენი იმპულსურობა. არ გაბრაზდეთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურში სიტუაციის შედეგი დიდწილად თქვენზე იქნება დამოკიდებული. კვირის პირველ ნახევარში ხელსაყრელია საქმიანი ვიზიტები და სტუმრად წასვლა. შაბათი შეიძლება იყოს კვირის ყველაზე რთული დღე: როგორც ჩანს, თქვენს პროფესიონალიზმს სერიოზული გამოცდა ელოდება. კვირას შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
დიდი ხნის სასამართლო პროცესი, რომელიც ზოგიერთი თქვენგანის წუხილისა და შფოთვის წყარო იყო, ვარსკვლავების გავლენის წყალობით, საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. შეძლებთ დაუბრუნდეთ მშვიდ, ნორმალურ ცხოვრებას და გექნებათ ახალი სტიმული ახალი ჰორიზონტებისკენ წინსვლისთვის. თქვენი შინაგანი სამყარო ემოციურ ჰარმონიას მოიპოვებს. ეს არის აქტიური მოქმედების დრო, რაც უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების მთავარი წესი. ასევე, თავისუფლად გამოიყენეთ თქვენი ხიბლი არა მხოლოდ პირადი, არამედ საქმიანი მიზნებისთვისაც. შაბათ-კვირას მოემზადეთ გასართობად და გაერთეთ მაქსიმალურად.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 31.
ვარსკვლავთა ერთი ნაწილის გავლენის გამო თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. არ არის გამორიცხული ახალი საქმიანი კავშირები. რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის უნარი დაგეხმარებათ, გადალახოთ ყველა დაბრკოლება და მიაღწიოთ წარმატებას როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. შეგიძლიათ მეგობრების და კოლეგების დახმარების იმედიც გქონდეთ. მოსალოდნელია გაგიმართლოთ ლატარიაში ან რაიმე კონკურსში.
სასიკეთო დღეები: 26, 1.
არასასიკეთო დღე: 28.
თამთა გურული
კომენტარები