ვიდეოიტალიასაზოგადოება

რომში ძლიერი ტყის ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია ოთხი მაშველი (ვიდეო)

რომში ტყის ძლიერი ხანძრის ქრობისას მძიმედ დაშავდა ოთხი მაშველი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა ბუჩქნარში, Cinecittà Est/Torre Spaccata-ს ტერიტორიაზე.

მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს 4 მაშველი მძიმედ დაშავდა – სხეულის 55%-იანი დამწვრობა მიიღო სახანძრო ბრიგადის უფროსმა, ხოლო სამოქალაქო დაცვის სამსახურის სამმა წარმომადგენელმა ჩასუნთქული ბოლისგან მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო, მათ შორის ერთი ქალია. ისინი, წითელი კოდით, კრიტიკულ მდგომარეობაში, სანტ-ეუჯენიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

დღეს შუადღისას გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ  ხანძარი ჩააქრეს. ხანძრის ძირითადი კერები 2-მა ვერტმფრენმა ჩააქრო, შემდეგ კი მეხანძრეებმა შეძლეს ცეხცლთან გამკლავება. დამწვარია დიდი ტერიტორია, ცეცხლმა გაანადგურა მიმდებარე შენობები, სხვა სახლები კი კვამლში გაეხვია. მოქალაქეები იძულებულები გახდნენ, ფეხით დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო პოლიცია ადგილზე იძიებს მომხდარს, ხოლო რომის დედაქალაქის პოლიციამ რამდენიმე ქუჩა გადაკეტა ბრუნო პელიცის,  ტორე სპაკატასა და როლანდო ვინიალის ქუჩების ზონაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close