ვიდეოსაბერძნეთი

ხანძარი ატიკაში – ვერტმფრენიდან გადაღებული შოკის მომგვრელი ვიდეო

დამწვარია 104 ათას ჰექტარზე მეტი, საიდანაც 10% ტყეა, დანგრეულია 100-მდე სახლი

ვიდეო, რომელზეც ჩანს ათასობით დამწვარი მიწის ნაკვეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში, 13 აგვისტოს დილასაა გადაღებული ვერტმფრენიდან.

კადრები გვიჩვენებს უზარმაზარ დამწვარ ტერიტორიას, სადაც კვირას, 11 აგვისტოს ვარნავაში დაწყებული ხანძარი გავრცელდა.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა X პლატფორმაზე პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო დრონიდან, რომელმაც ვარნავაში ხანძარი აღმოაჩინა. პარნიტის რაიონში, ვარნავაში ხანძრის გაჩენის მომენტი დრონის კამერამ დააფიქსირა.

ხელისუფლების ცნობით, ოთხი წუთის შემდეგ, რაც დრონმა ცეცხლის კერა აღმოაჩინა, პირველი ვერტმფრენი მოფრინდა, რომელმაც ერთი წუთის შემდეგ წყლის პირველი ნაკადი დაღვარა. შვიდ წუთში ადგილზე იყო პირველი სახმელეთო ძალები.

ევროპულმა სააგენტომ Copernicus-მა გამოაქვეყნა მონაცემები ატიკაში ხანძრის შესახებ. სააგენტოს კარტოგრაფიული ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ხანძრის ფრონტი 23 კმ-ზე გავრცელდა. ქვემოთ მოყვანილი რუკის მიხედვით ჩანს, რომ ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა იყო 168, რომელთა წინააღმდეგაც მეხანძრეები იბრძოდნენ.

„კოპერნიკუსის“ მიერ 14 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, ხანძრის შედეგად დამწვარია 104 090 ჰექტარი, აქტიური კერების რაოდენობა კი ბოლო 24 საათში 168-იდან 5-მდე შემცირდა.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში 13 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ხელმძღვანელობით გამართულ მინისტრთაშორის შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ დამწვარი ტერიტორიების 10% ტყეა, ხოლო დაახლოებით 100 სახლი დანგრეულია, თუმცა ზუსტი რიცხვები ხვალინდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close