ვიდეოიტალია

ლავის შადრევანი და ფერფლის ღრუბელი – ეტნის გამოღვიძების ყველაზე ძლიერი, ე. წ. პაროქსიზმული ფაზა დაიწყო (ვიდეო)

4 აგვისტოს ღამით, ეტნის გამოღვიძების ყველაზე ძლიერი, ე.წ. პაროქსიზმული ფაზა დაიწყო. ამის შესახებ Corriere della Sera და ANSA იტყობინება.

ვულკანი, რომელიც პირველ ადგილზეა ამოფრქვევების სიხშირით, ამჟამად განსაკუთრებით აქტიურ პერიოდს გადის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული წლის ივლისის შემდეგ ეს ასეთი ძალის მეხუთე ამოფრქვევაა,

ეტნის გუშინდელი გამოღვიძების შემდეგ ვორაგინის კრატერიდან ლავის შადრევანი იფრქვეოდა და კვამლის რამდენიმე კილომეტრის სიმაღლის უზარმაზარი სვეტი ამოდიოდა, ლავის ნაკადები მოედინება.

ამოფრქვევის გამო კატანიის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც ვულკანის ძირში მდებარეობს, ფრენების რაოდენობა საათში ექვსამდე შეამცირა. ზოგიერთი რეისი გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა. რამდენიმე რეისი პალერმოს და კომიზოს აეროპორტებში გადაამისამართეს.

ამ ზაფხულს კატანიის აეროპორტმა უკვე ორჯერ შეაჩერა ფუნქციონირება, როდესაც ფერფლმა ასაფრენი ბილიკები დაფარა.

ეტნიდან ამოფრქვეული ფერფლი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ვრცელდება და სქელი ნაცრისფერი ხალიჩასავით ეფინება დასახლებულ პუნქტებს და ვულკანის ძირში მდებარე ფერდობებს.

აღსანიშნავია, რომ ვულკანის ასეთი აქტიურობის მიუხედავად მე-19 საუკუნის დასაწყისის შემდეგ ლავას ახლომდებარე ქალაქებამდე არ მიუღწევია.

მანანა ბანძელაძე

იტალია: ამ კვირაში 2 ვულკანი გააქტიურდა – ეტნის შემდეგ სტრომბოლი ამოიფრქვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close