ჯანმრთელობარჩევები

მძიმე დღეები აგვისტოში – მაგნიტური ქარიშხლის კალენდარი

მეცნიერებმა წლის დასაწყისში გაგვაფრთხილეს ზაფხულის თვეებში მზის მაქსიმალური აქტივობის შესახებ. და მათი პროგნოზები ახდა: ივლისის ბოლოს მზეზე დაიწყო აქტივობის ახალი პერიოდი, რომელიც დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებით ემუქრება.

მზის აღშფოთების პროგნოზი 2024 წლის აგვისტოში:

პირველი შტორმი 1-ელ აგვისტოს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. მისი სიძლიერე 3 ბალით განისაზღვრება.

12 აგვისტოს გამთენიისას  4-ბალიანი სიმძლავრის ძლიერი აფეთქებაა მოსალოდნელი მზეზე, რომელიც დღის განმავლობაში 3 ბალამდე შემცირდება.
14 და 16 აგვისტოს ასეთი ინტენსივობის აფეთქებები განმეორდება.
17 და 18 აგვისტოს მოსალოდნელია 5-ბალიანი სიმძლავრის აფეთქებები.
21-22 აგვისტოს მზის აფეთქება 6 ბალს მიაღწევს და ამ დონეზე ორი დღის განმავლობაში დარჩება.
25 და 26 აგვისტოც მზის აქტივობის გაზრდაა მოსალოდნელი: გეომაგნიტური ქარიშხლის დონე 5 ბალს მიაღწევს.
30 და 31 აგვისტოს, მეცნიერების ვარაუდით, გეომაგნიტური ველი 4-5-ბალიან დონეზე იქნება.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
  • ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

  • გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
  • თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
  • შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
  • მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დაკავშირებულ თემაზე: აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა

აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close