ვიდეოსპორტი

საქართველოს დელეგაციისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა

თუმცა ერთმა ქართველმა მაინც მოიპოვა ვერცხლის მედალი

დღეს, 27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ქართული დელეგაციიდან პირველი საასპარეზოდ ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გავიდა ტატამიზე,  რომლისთვისაც პარიზის ოლიმპიადა სადებიუტო იყო.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, 21 წლის ქართველი სპორტსმენი პირველ შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა და ადვილად სძლია; მეორე შეხვედრაში თურქ ილდიზთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კორეელი კიმი იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

დღეს იასპარეზა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემაც, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა მეათეა და ამ მხრივ იგი რეკორდსმენია ქალთა შორის.

10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ტურნირზე 55 წლის სპორტსმენმა ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა. ფინალში საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 8 სპორტსმენი გავიდა.

ოლიმპიადაზე დღეს სტარტი აიღო მოფარიკავეთა ტურნირმა, რომელზეც 30 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, იგი 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან დამარცხდა 14:15 და ასპარეზობას გამოეთიშა.

100 მ ბატერფლაის დისციპლინაში ქალთა შორის, საკვალიფიკაციო გაცურვაში მონაწილეობა მიიღო 15 წლის  ქართველმა მოცურავემ ანა ნიჟარაძემ. მან 31 გამომსვლელს შორის 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციისთვის ოლიმპიური ასპარეზობების პირველი დღე უმედლოდ დასრულდა, თუმცა ერთმა ქართველმა მაინც შეძლო მედლის მოპოვება – საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი ლუკა მხეიძე (60 კგ) ფინალში გავიდა, მაგრამ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ ელდოს სმეტოვთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ხვალ, 28 ივლისს ისევ 4 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს ოლიმპიური მედლებისთვის.

28 ივლისი

ცურვა. ნოე ფანცხავა

13:00 – გულაღმა ცურვა 100 მ – კვალიფიკაცია, 23:37 – ნახევარფინალი

ძიუდოვაჟა მარგველაშვილი

12:00-დან – 66 კგ

ტყვიის სროლანინო სალუქვაძე 

14:00 – პნევმატური პისტოლეტი, 10 მეტრი, ფინალი

კრივი. გიორგი ყუშიტაშვილი VS დავლატ ბოლტაევი (ტაჯიკეთი)

22:48 – 92 კგ, 1/8-ფინალი

ნუცა ყაველაშვილი

p. s. საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ისე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან ანგარიშით 14:15 დამარცხდა.

ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის განრიგი

ვისაც არ გიყურებიათ, შეგიძლიათ ნახოთ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შთამბეჭდავი მომენტები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close