ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

მამაკაცი მოულოდნელად გველს წააწყდა – ნახეთ, რა გააკეთა გულმოწყალე ბერძენმა (ვიდეო)

TikTok-ში ნამდვილი ფურორი მოახდინა ვიდეომ, რომელიც ბერძენმა მომხმარებელმა georgekaraxalios3-მა გააზიარა.

მამაკაცმა თავის ბაღში, ზეთისხილის ხეზე გველი შენიშნა და იმის მაგივრად, რომ გაეგდო, გადაწყვიტა, დაუპატიჟებელი სტუმრისთვის წყალი დაელევინებინა – ონკანი გახსნა და წყლის ნაკადი ქვეწარმავლისკენ მიმართა. გველსაც, როგორც ჩანს, ცხელ ამინდში მოეწონა „დილის შხაპი“. ვიდეოში ჩანს, როგორი სიამოვნებით სვამს ის წყალს.

ვიდეოს დადებითი კომენტარები მოჰყვა, ასობით მომხმარებელი მოხიბლულია მამაკაცის სიმამაცითა და ჰუმანურობით.

@georgekaraxalios3

♬ πρωτότυπος ήχος – georgekaraxalios3

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close